27/01/2023
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
„უკრაინაში კოვიდის ახალი შტამი გამოჩნდა და საქართველოში ოფიციალურად როდის გვაცნობებენ ახალი შტამის შემოსვლის შესახებ?
თუ ჩრდილოეთ კორეის მაგალითს ვიყენებთ და „უსახელო“ ვირუსებზე საუბარს ვაგრძელებთ?
კოვიდის ომიკრონის ქვეშტამ „კრაკენის“ შემოსვლის შესახებ მე ჯერ კიდევ 11 იანვარს დავწერე პოსტი.
რამდენი ადამიანი დაინფიცირდა საქართველოში, ამის შესახებ სამინისტრო რატომღაც დუმს.
მე-3 პრეზიდენტის კოვიდინფიცირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაუცველია, განსაკუთრებით, 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები.
პირბადე არის ერთადერთი იარაღი თქვენს ხელში ამ ვირუსის წინააღმდეგ… გამოიყენეთ პირბადე!“
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil