11/10/2022
ავტორი: ირინა დათაშვილი
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„მეცნიერები ეძებდნენ, თუ სად „ილექება”/„გროვდება” კოვიდი ადამიანის დაინფიცირების შემდეგ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან, რომ დაამარცხო ან შეამცირო პოსტკოვიდური მდგომარეობა, აუცილებელია, ვიცოდეთ, სად არის ვირუსი და „მივხედოთ” მას.
ახალი კვლევა, ჯერ არ არის ბოლომდე გადამოწმებული სხვა კოლეგების მიერ, თუმცა მან აჩვენა, რომ კოვიდი შესაძლოა „იმალება” ცხიმის უჯრედებში.
შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი, თუ რატომ მიმდინარეობს ჭარბწონიან პაციენტებში, კოვიდი და პოსტკოვიდი უფრო რთულ/მწვავე ფორმებში.
ისეირნეთ ყოველდღე 10,000 ნაბიჯი. შეეცადეთ, მიხედოთ ჭარბ კოლოგრამებს და შესაძლოა, ესეც დაგეხმაროთ კოვიდთან ბრძოლაში.
ნაკლები ცხიმოვანი უჯრედები – ნაკლები კოვიდი.
ჯანმრთელობას გისურვებთ!“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе