ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„მაქვს ძალიან კარგი და სასიხარულო ინფორმაცია: ძალიან ბევრმა სამედიცინო დაწესებულებამ გამოხატა...

„მაქვს ძალიან კარგი და სასიხარულო ინფორმაცია: ძალიან ბევრმა სამედიცინო დაწესებულებამ გამოხატა…

05/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის.


აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი.


გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას.

  • 4 დღის განმავლობაში ერთობლივი ძალებით დავიწყეთ ის, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ვერავინ გააკეთა გარკვეული მიზეზების გამო. რა გავაკეთეთ, ზოგი ამას ბოლომდე ვერც კი ხვდება. საქართველოში ჩვენ ერთობლივი ძალებით ვამკვიდრებთ ჯანდაცვის ხარისხის კონტროლს, გვინდა ხარისხიანი საავადმყოფოები, ხარისხიანი პოლიკლინიკები, ხარისხიანი სტომატოლოგიური კლინიკები. უნდა ვიცოდეთ, რომელი კლინიკაა კარგი და რომელი – ცუდი. თქვენ ხართ ამ ყველაფრის მონაწილე. დიდი მადლობა ყველას, ვინც შეაფასა საავადმყოფოები.

  • ყველაფერი კეთდება უანგაროდ, ყველა მეხმარება სულით და გულით. ყველაზე დიდი დახმარება იქნება, თუ შეაფასებთ იმ საავადმყოფოებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე, მისცემთ ვარსკვლავს. გავაკეთე გამოკითხვა. თუ გნებავთ დაწეროთ კომენტარები, ნახეთ ვეგბგვერდი accreditation-ge.

  • ვებგვერდზე არის ბლოგი – შეაფასე დაწესებულება 1-დან 5 ქულამდე. დაწერეთ კომენტარები, შეგიძლიათ ატვირთოთ სურათები და აუდიო-ვიდეო მასალა.

  • მთელი დღე იყო მოლაპარაკებები, ძალიან ბევრმა სამედიცინო დაწესებულებამ გამოხატა მზადყოფნა და ინტერესი, რომ მიიღონ მონაწილეობა აკრედიტაციის პროცესში. მაქვს ძალიან კარგი და სასიხარულო ინფორმაცია: გუშინ შპს პოლიკლინიკა „ულტრამედმა“ შემოიტანა განაცხადი, რომ მიიღოს აკრედიტაცია (ზღვის უბანი, ურეკის ქ. #15), მეორეა „თქვენი კლინიკა“, მანაც შემოიტანა განაცხადი (პოლიკლინიკა მდებარეობს საბურთალოზე, პეტრე ქავთარაძის # 40); ასევე სტომატოლოგიურმა კლინიკა „ჰებემ“ შემოიტანა განაცხადი (ცაგარელის ქ. #3) და ბოლოს, რასაც ჰქვია „ატომური ბომბი“, საქართველოში პირველი საავადმყოფო, რომელმაც გადაწყვიტა მიიღოს აკრედიტაცია, ეს არის „MediClubGeorgia“ (ტაშკენტის ქ. #22-ა), MediClub-ი არის პირველი საავადმყოფო საქართველოში, რომელმაც მიიღო ამერიკული აკრედიტაცია. ე.ი. განაცხადი შემოიტანეს: ერთმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ, ორმა პოლიკლინიკამ და ერთმა სააავადმყოფომ.

  • იმედი მაქვს, ოთხივე დაწესებულება მიიღებს აკრედიტაციას. პირველად რომელი დაწესებულებაც გაივლის აკრედიტაციას, მისთვის იქნება შედარებით იოლი, ვინც დააგვიანებს – უფრო გაუჭირდება. ვცდილობ პირველ ეტაპზე იყოს მინიმუმზე მინიმუმი სტრანდატი, ყოველ ექვს თვეში ეს სტრანდარტი გაძლიერდება.

  • ყველამ უნდა იცოდეთ, რომელ საავადმყოფოს მიმართოთ, რომელია უსაფრთხო. გადახედეთ ინდიკატორებს, რომელიც ჩამოყალიბებული მაქვს, ექიმი, წელიწადში 50 საათი მაინც, რამე ახალს უნდა სწავლობდეს. ამას თუ არ აკეთებს, მაშინ ის საავადმყოფო დასახურია. ეს არ არის სახელმწიფო აკრედიტაცია. სახელმწიფო აკრედიტაცია და ლიცენზია აქვს 551 საავადმყოფოს და შედეგიც ჩემზე უკეთესად იცით.

  • ჩემი ორგანიზაციისგან, რომელიც არის საფრანგეთში – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ყველა ორგანიზაცია მიიღებს აკრედიტაციას, მიიღებს საერთაშორისო სერტიფიკატს პარიზიდან. ამ სერტიფიკატის უკან დგას გიორგი ფხაკაძე. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში. დასაკარგი დრო არ არის. პატივი უნდა ვცეთ ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს. ამ ადამიანებზე დგას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. უნდა დავიცვათ ჩვენი კოლეგები, დავეხმაროთ მათ, უნდა წავიდეთ წინ და გავიზარდოთ!

  • პროცესი დაიწყო, არავის ეგონა, ამის განხორციელებას თუ მოვახერხებდით. შეკითხვა მაქვს საავადმყოფოებთან: რა მიზეზი გაქვთ, რომ ვერ გაიაროთ აკრედიტაცია? ეს ხომ მინიმალური მოთხოვნებია. როცა ადამიანი მიდის საავადმყოფოში და იქ ხვდება ექიმი, როგორ უნდა დაადგინოს, ეს ექიმი გამოცდილია თუ არა? თუ ყოველწლიურად, ყოველდღიურად არ იზრდება, არ სწავლობს… ყველას სადოქტორო ვერ ექნება დაცული, მაგრამ წელიწადში მინიმუმ 50 საათი მაინც ხომ უნდა მიიღოს მონაწილეობა კონფერენციაში, სემინარში და განვითარდეს. ეს არის წელიწადში 10 დღე. ექთნებზე მაქვს 25 საათი – წელიწადში 5 დღე, რაც ნასწავლი აქვთ დიდი ხნის წინ, რომ გაიხსენონ.

  • სამი კატეგორიაა: საავადმყოფო, პოლიკლინიკა და სტომატოლოგიური კლინიკა. საავადმყოფოს შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებია. პოლინლინიკას ან სტომატოლოგიურ კლინიკას თუ არ ჰყავს ექსპერტი, არ დაბეჭდეს წიგნები, სტატიები საზღვარგარეთ, ეს არ არის პრობლემა. ამიტომ არის ქულების სისტემა. სამედიცინო აპარატურის მინიმალური სტანდარტი აუცილებელია. რაც წერია ინსტრუქციაში – ასრულებთ? ლაბორატორიაში შხამქიმიკატი რომ უნდა ჩაასხათ, აკეთებთ? ამიტომ არის დიაგნოსტიკაში პრობლემები, ადამიანი მიდის ხუთ საავადმყოფოში და ხუთივეგან სხვადასხვა პასუხია. საავადმყოფოებში არის იზოლირებული ბოქსები, სადაც საჭიროა სპეციალური ვენტილაცია. კლინიკებში არის სასადილო?

  • ახლო აღმოსავლეთში 410 საავადმყოფო და პოლიკლინიკა მაქვს შემოწმებული და გაეროს ანგარიში მაქვს დაწერილი, ვიცი როგორ გამოიყურებიან ეს საავადმყოფოები და პოლიკლინიკები. ეს არის ჩემი პროფესია. აკრედიტაცია არ ნიშნავს, რომ ვინმე დაჩაგრო და გააკოტრო. აკრედიტაცია ნიშნავს – გააუმჯობესო ხარისხი და სწორი მიმართულებით განვითარდნენ.

  • ყველა სამედიცინო დაწესებულებაში კონცეფცია უნდა იყოს ერთი – პაციენტი არის მთავარი. საავადმყოფო შენდება პაციენტისთვის, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს და იყოს დაცული. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში – დაწყებული ტექპერსონალით, დამთავრებული მთავარი ექიმით – ყველანი არიან ამ ერთი პაციენტისათვის. ეს არის ის, საითკენაც უნდა წავიდეთ;


უმთავრესია პაციენტის უფლებები და კმაყოფილება. არის თუ არა კმაყოფილი პაციენტი?! როგორია მისდამი დამოკიდებულება?

მოგმართავთ სამედიცინო დაწესებულებებს, ნუ გეშინიათ. დავიწყოთ ეს პროცესი. დაგეხმარებუთ, მთელ ჩემს ენერგიას, მთელს ჩემს სულს ჩავდებ, რომ თქვენ გააუმჯობესოთ ხარისხი…ერთი პაციენტიც დამატებით რომ გარდარჩეს ამით, მისია უკვე შესრულებულია…

ასევე მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება – სამედიცინო დაწესებულება ფიზიკურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, შშმ პირებისთვის და ა.შ.

სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს უსაფრთხო გარემო. კლინიკები, პოლიკლინიკები და საავადმყოფოები უნდა იყვნენ უსაფრთხოების კუნძულები და ჩვენ ამას მივაღწევთ;

უმაღლეს დონეზე უნდა იყოს ინფექციის კონტროლი, რომ პაციენტი დამატებით არ დაინვალიდდეს.

რაც დავიწყეთ, ეს არის უმნიშვნელოვანესი და დღეს ყველაზე საჭირო პროცესი. მოგმართავთ მოქალაქეებს, მოსთხოვეთ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც მისვლა გიწევთ, გაიარონ აკრედიტაცია – თქვენივე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის.

სერტიფიკაცია არის უფასო, არ ვითხოვ ფულს. კიდევ ვიმეორებ – მთელ ენერგიას ვდებ, რომ ასწიოთ ხარისხი;

რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის პრეკვალიფიკაცია. თუ საავადმყოფო ამ მინიმალურ სტანდარტებს თუ ვერ აკმაყოფილებს, იმ საავადმყოფოში პაციენტი არ უნდა მივიდეს!

ეს არ არის ექიმების, ექთნების, სანიტრების წინააღმდეგ…ეს არის მახინჯი სისტემის წინააღმდეგ, ეს არის იმიტომ, რომ პაციენტი, რომელიც საავადმყოფოში მიდის, იყოს დაცული

დავამთავროთ ქვეყანაში რაოდენობრივი ჯანდაცვა, ჩვენ ვიწყებთ ხარისხიანი ჯანდაცვის აშენებას!

კვირაში ერთხელ ამ საავადმყოფოების მიმოხილვას გავაკეთებთ. ერთადერთი გამოსავალი, მათთვის, ვისაც ცუდი შეფასება ექნება, არის ის, რომ გაიარონ აკრედიტაცია….ამით აჩვენებთ, რომ ფიქრობთ პაციენტებზე, თანამშრომლებზე, საქართველოზე…

ჩვენ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ერთად, რაც თითქოს შეუძლებელი იყო, გავაკეთებთ ამასაც!…


მე არ ვამბობ, რომ ყველა საავადმყოფონ უნდა გაიროს აკრედიტაცია. ეს არის ნებაყოფლობითი, ეს არ არის სახელმწიფო აკრედიტაცია, ეს არ არის ლიცენზია. ეს არის სახალხო აკრედიტაცია, რომელსაც ხალხი ანიჭებს, შემდეგ სპეციალისტები დამოუკიდებლად ჩემი თამადობით შევაფასებთ ამ საავადმყოფოებს“, – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„აღნიშნულ სისტემას სჭირდება კარგად იმპლემენტაცია, ყველა იმ ნაკლოვანებისა და ხარვეზის აღმოფხვრა“ – მიხეილ სარჯველაძე

„აღნიშნულ სისტემას სჭირდება კარგად იმპლემენტაცია, ყველა იმ ნაკლოვანებისა და ხარვეზის აღმოფხვრა“ – მიხეილ სარჯველაძე

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
Euronews – ხარიხიანი თოვლი, იაფი სერვისი, რატომ უნდა ვისრიალოთ ამ ზამთარს საქართველოში

Euronews – ხარიხიანი თოვლი, იაფი სერვისი, რატომ უნდა ვისრიალოთ ამ ზამთარს საქართველოში

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

ნოემბერი 27, 2024
რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

27 ნოემბერი 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები