სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„საზოგადოება მაქსიმალურად თუ არ დაიცავს წესებს, ქვეყანას მესამე ტალღა ელოდება“

„საზოგადოება მაქსიმალურად თუ არ დაიცავს წესებს, ქვეყანას მესამე ტალღა ელოდება“

05/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

საქართველო შეზღუდვების მოხსნისთვის მზად არ არის, ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევია. შესაძლოა, ეპიდაფეთქების მესამე ტალღა ქვეყანაში აპრილის თვეში დაიწყოს.
არ არის მომზადებული ყველა შესაბამისი ზომები, რომ გახსნა იყოს შესაძლებელი. ზამთრის პერიოდში ჩვენ ვკარგავთ იმუნიტეტს. ანუ, პრაქტიკულად, აპრილის თვე იმითაც არის საშიში, რომ ყველა ცუდი კომპონენტში აპრილში გროვდება ერთად. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო მობილიზებულები და მომზადებულები, ჩვენ ვაკეთებთ ასეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ნოემბერი ყველას დაავიწყდა, ზაფხული ყველას დაავიწყდა, ვირუსი წავიდა, რეგულაციები დაალაგეთ, ყველაფერი დალაგებულია? რა გახსნაზეა, საუბარი?


ჩემი მოსაზრებაა ძალიან მარტივი, სკოლები გაიხსნა ძალიან ნაადრევად, მე კი არ ვამბობ, რომ არ გაიხსნას, პირიქით, ყველაფერი უნდა გაიხსნას, ოღონდ მკაცრი რეგულაციების დაცვით, – სკოლები უნდა გაიხსნას, მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით, –სამედიცინო პირბადე, (ყველას ცხვირზე უნდა ეკეთოს), ორმეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა სუფთა ტუალეტებში, უკლებლივ ყველა სკოლა უნდა იყოს სტერილური, როგორც საოპერაციო, რათა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა დაინფიცირებისაგან, სხვა შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ჩვენ შვილებს ვუშვებთ ფრონტის წინა ხაზზე“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.


ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა:

„შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, 6-8 კვირის შემდგომ, აღმავალი მრუდი, ე.წ. მესამე ტალღაც იქნება, მაგრამ იმდენად ძლიერი არ იქნება, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს. მოსახლეობის 95% პირბადეს თუ გამოიყენებს, – მესამე ტალღის მაქსიმალურმა ციფრებმა, შესაძლოა, 1,200-ს, 1,500-ს ან მაქსიმუმ 2 ათასს მიაღწიოს.

შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ქვეყანამ რეგულაციების აღსრულების მექანიზმი თუ არ გაამკაცრა, თუნდაც პირბადის ტარება ან დისტანციის დაცვა, 6-8 კვირაში ისევ შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება დაგვჭირდება.

თუ გვინდა, სკოლის პანდემია არ მივიღოთ და როგორც ბავშვები, ასევე პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ყველა მოსწავლემ უნდა ატაროს სამედიცინო პირბადე სკოლაში“.



მოსწავლეების მიერ სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. ბავშვებს ნიღბის ტარება სურვილის მიხედვით შეეძლებათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვეევაში, თუ შემსუბუქებული რეგულაციების პირობებში საზოგადოება მაქსიმალურად არ დაიცავს წესებს, ქვეყანას მესამე ტალღა ელოდება.

შესაძლებელია, გარკვეული შემსუბუქებისკენ ნაბიჯები გადაიდგას. უნდა მოვუფრთხილდეთ იმას, რა პროგრესიც დღეს გვაქვს. თუ მოვუფრთხილდებით, მაშინ არ გვექნება არც მესამე ტალღა და არც ის კოშმარი, რაც გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში.

უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოზომილად, ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, ეს გახლავთ მთავარი დამცავი საშუალება.


უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს აგდაწყვეტილება, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა :

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება:

პირველი თებერვლიდან:

  1. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება

  • მუნიციპალური ტრანსპორტის,

  • სკოლების,

  • მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;

  1. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში

  • პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;

  • სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია პირველი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე;

  1. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.

  2. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, აჭარაში პირველი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

  3. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.

  4. საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან.

  • პირველ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

  • გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით; აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.

  • ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე.

  • ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.

  • აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

  • შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.

  • ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები – პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე.

  • ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.

  • კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება.

  • ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები