ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„6 თვის თავზე ვიზრუნით “ბუსტერზე”, რომ აცრილებში არ მივიღოთ ვირუსის აფეთქება“- გიორგი...

„6 თვის თავზე ვიზრუნით “ბუსტერზე”, რომ აცრილებში არ მივიღოთ ვირუსის აფეთქება“- გიორგი ფხაკაძე

16/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ისრაელში სიტუაცია სამწუხაროდ დრამატულად შეიცვალა,

მიზეზები, თუ რატომ ეხლა და რატომ ასეთი დიდი აფეთქება:


ნაადრევად პირბადეების მოხსნა, ვერ გათვალეს და არჩევნრბმაც იმოქმედა,
ხალხმრავლობები ნაადრევად დაუშვეს, აქაც არჩევნების ბრალი იყო,
უკვე ვიცით რომ ფაიზერის 2 დოზა 6 თვე გვიცავს და სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ის კარგავს ძალას და მე-2 დოზიდან 6 თვის თავზე მე-3 ფაიზერის “ეგრეთ წოდებული ბუსტერი” დოზაა საჭირო.
ისრაელში ახლანდელი კოვიდაფეთქება ძირითადად არის არავაქცინირებულ ადამიანებში.


რას აკეთებს ისრაელის მთავრობა:
პირბადეები არის სავალდებული ყველგან,
თავშეყრის ადგილების შეზღუდვა და დისტანციის რეგულაციის გაძლიერება,
ფაიზერის-მე 3 დოზა “ბუსტერი” უკვე 1 მილიონი ადამიანი აიცრა და ეს ეხება 50 წელს გადაცილებულ პირებს,
ფაიზერის ვაქცინა 12 წლის ასაკიდან არის ისრაელში დაშვებული,
500 ბავშვი 5-დან 11 წლის ასაკამდე უკვე აიცრა ისრაელში, ძირითადად ვისაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები.


რა უნდა ქნას საქართველომ:
სირაქლემის პიზიციიდან ამოვიდეს … თავი ამოყავით სილიდან,
პრაგმატულად შევხედოთ, თუ რა რესურსები გვაქვს და ამ რესურსების სრული მობილიზაცია უნდა მოხდეს.


ვისწავლოთ ისრაელისგან:

ეს ხელუსუფლებას:
სამედიცინო პირბადე 2 წლის ასაკიდან ყველგან, 100% პირბადის გარემო,
აიკრძალოს ყველა, აბსოლუტურად ყველა ხალხმრავალი ღონისძიებები,
მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინაცია და ეხლა და არა 6 თვის თავზე ვიზრუნით “ბუსტერზე”, რომ აცრილებში არ მივიღოთ ვირუსის აფეთქება, ისიც უნდა აუხსნათ მოსახლეობას, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის მე-3 დოზაც არ დაიცავს და იმიტომ უნდა გავაგრძელოთ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.


კლასტერების კონტროლი გააგრძელეთ, ასე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები (ბებო მაროს პასტა/ ფურცელი სირცხვილია დღეს)
”კოვიდ საშვები” რაც შეიძლება მალე დანერგეთ, აიღეთ საფრანგეთის/ ევროპული მაგალითი.


ეს მოსახლეობას:
გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენი და თქვენს ირგვლივ ადამიანების სიცოცხლე,
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, ეს გჭირდებათ თქვენ და არა ჩვენს მთავრობას
დარჩით სახლში, თუ შეგიძლიათ, თუ არა ან ვერ რჩებით სახლში, აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მაქსიმალურად ეცადეთ დავიცვათ 2-მეტრიანი დისტანცია ყველგან და ყოველთვის,
ყველანი აიცერით ფაიზერის ვაქცინით, რას ელოდებით?! ფაიზერი არ დაგიცავთ 100% ინფიცირებისგან, მაგრამ საკმაოდ მაღალი დაცვის მექანიზმი აქვს 60% დან 94%-მდე, გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ისიც გახსოვდეთ, რომ ფაიზერის მე-3 დოზაც 100% არ დაგიცავთ და გააგრძელეთ სამედიცინო პირბადის გამოყენება და დაიცავით დისტანცია.


გაანიავეთ შენობები/ოთახები ხშირად და სადაც არის ხალხმრავლობა, კონდიციონერები არ გამოიყენოთ. მანქანებში კონდიცირება არ გამოიყენოთ, თუ თქვენი ოჯახის წევრი არ არის მანქანაში.
დაუჯერეთ საღ აზრს…

ჯანმრთელობას გისურვებთ ,

ისრაელში სიტუაცია: https://www.timesofisrael.com/active-cases-pass-50000…/
ბუსტერის შესახებ საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული ინფორმაცია არის: https://www.npr.org/…/6-things-to-know-if-youre…
ისრაელში რეინფიცირების 2.6% რატომ არის: https://www.cidrap.umn.edu/…/israeli-study-finds-26…“ –
წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? სჭირდება თუ არა ამ დროს ბავშვს დახმარება?

არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? სჭირდება თუ არა ამ დროს ბავშვს დახმარება?

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
Euronews – ხარიხიანი თოვლი, იაფი სერვისი, რატომ უნდა ვისრიალოთ ამ ზამთარს საქართველოში

Euronews – ხარიხიანი თოვლი, იაფი სერვისი, რატომ უნდა ვისრიალოთ ამ ზამთარს საქართველოში

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

27 ნოემბერი 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები