5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოვაგროვოთ შემოდგომით, ბაღში ჩამოცვენილი ფოთლები?!

5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოვაგროვოთ შემოდგომით, ბაღში | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოვაგროვოთ შემოდგომით, ბაღში ჩამოცვენილი ფოთლები?!
მთავარი არგუმენტია – ველური ბუნება, სადაც არავინ აგროვებს ფოთლებს! – ტყეში ფოთოლი წყნარადაა მიმოფენილი და ნელ-ნელა იქცევა ნიადაგის ნაწილად… ყველაფერი ნორმალურადაა, მცენარეები თავს კომფორტულად გრძნობენ! იქნებ ჯობია ბუნების მიბაძვა -არ შევაშფოთოთ ბაღი გაზაფხულამდე?
ასეთ მიდგომას მრავალი ემხრობა, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია…
ჩამოცვენილი ფოთოლი:
1) უფასო სასუქია – ეს ორგანიკაა, რომელიც შეიცავს აზოტს, კალიუმს, ფოსფორს … ყველაფერს რასაც ხე ნიადაგიდან იწოვს, ფოთლები კი უკან აბრუნებენ გრუნტში. რამდენიმე წლის შემდეგ მიწა გახდება მუქი, ფხვიერი და ნამიანი;
2) იცავს მოყინვისაგან – იქცევა ბუნებრივ ფარდაგად და დაიცავს ხეების ფვესვებს და ნიადაგს ძლიერი ყინვებისას;
3) იცავს მწერებს და ჭიაყელებს – მის ქვეშ გამოიზამთრებენ სხვადასხვა მწერები, საკვებია ჭიაყელებისა და ფრინველებისათვის, ეს უკანასკნელნი კი იცავენ ბაღს მავნებლებისაგან; ჭიაყელებით იკვებებიან ზღარბები… ასე რომ იცავთ მთლიან ეკოსისტემას;
4) ინარჩუნებს სინოტივეს – ფოთლების საფარის ქვეშ ნიადაგი რჩება ნამიანი, ეს ბუნებრივი მულჩაა… იცავს მზის სხივებიდან, … გაზაფხულზე, ნიადაგი, რომელიც ფოთლების წყალობით არ გაიყინა, მთლიანად იწოვს გამდნარ თოვლს.
5) იცავს ნიადაგს ეროზიისაგან – გრუნტზე არ ვითარდება სქელი ქერქი, ხოლო ფხვირ ქერქში თავისუფლად აღწევს ჟანგბადი.. ვერ ჩარეცხავს წვიმა, ვერ გამოაშრობს მზე და ქარი…
გაითვალისწინეთ, რომ ბაღის ბილიკები, ეზო, შესასვლელი აუცილებლად უნდა მოასუფთავოთ! ასფალტზე, ბეტონზე, მეთლახზე და სხვა საფარებზე ფოთლებს მაინც არ მოაგქთ რაიმე სარგებელი, ეზო კი გამოიყურება მოუვლელად!
5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოვაგროვოთ შემოდგომით, ბაღში ჩამოცვენილი ფოთლები?!
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). 5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოვაგროვოთ შემოდგომით, ბაღში ჩამოცვენილი ფოთლები?!. 22 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/5-mizezi-tu-ratom-ar-unda-movagrovot-shemodgomit-baghsh/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. 5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოვაგროვოთ შემოდგომით, ბაღში ჩამოცვენილი ფოთლები?! [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/5-mizezi-tu-ratom-ar-unda-movagrovot-shemodgomit-baghsh/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network