5 მაისს, მამა ვიტალის დაბადების დღეა.
30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხორციელად დატოვა ეს ქვეყანა. ღრმად გვწამს, რომ მისი სული არის იქ სადაცა მართალნი განისვენებენ.
მამა ვიტალი იყო ადამიანი, რომელიც მუდამ სიყვარულს ქადაგებდა:
„ძმებო შეიყვარეთ სიყვარული”. მთელი სამყარო ჩემი მამა და დედაა. უცხო არავინ მყავს – ყველანი ჩემი ახლობლები არიანო“.
ძალზე განიცდიდა, სადმე კატასტროფა თუ მოხდებოდა. აანთებდა სანთლებს. იმდენ მეტანიას აკეთებდა, რამდენი ადამიანიც დაიღუპა, ყველას სათითაოდ ავედრებდა უფალს.
მთელი ქვეყნიდან მოდიოდნენ მასთან ნუგეშის მისაღებად. მასთან შესვლისას „ღირს არსს“ ილოცებდი. მოძღვარს კურთხევას სთხოვდი, ის პასუხად მუხლს მოიდრეკდა შენს წინაშე, ხელზე გეამბორებოდა და აქეთ გთხოვდა კურთხევას (სულ ერთი იყო, კაცი იყავი თუ ქალი). შემდეგ დაგსვამდა, თვითნ იატაკზე მოირთხამდა ფეხს და საათობით იჯდა გაუნძრევლად, გისმენდა, მერე წიგნს აიღებდა. მამათა ნაწერებს გიკითხავდა. ცხოვრებაზე მოწუწუნეს ანუგეშებდა:
„ამქვეყნად არაფერია რთული. თუ ადამიანები გეყვარება და გულწრფელად ეცდები მათ დახმარებას, ცხოვრება გაგიიოლდებაო“.
სიკვდილის წინ ანდერძად დაგვიტოვა: