ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბები5 ინსტრუმენტი, რომლებიც ინფორმაციის გადამოწმებაში დაგეხმარება

5 ინსტრუმენტი, რომლებიც ინფორმაციის გადამოწმებაში დაგეხმარება

ინტერნეტის ეპოქაში, როცა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინფორმაციის უწყვეტ ნაკადზე მიუწვდება ხელი, დეზინფორმაცია მზარდ გამოწვევად იქცა. დეზინფორმაციულ კამპანიებს ხელისუფლებები იყენებენ როგორც საკუთარი, ისე უცხო ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ გარკვეული ჯგუფების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად, მომხრეთა მოსაზიდად, ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, პანიკის დასათესად და ა.შ.

ქართველი ხალხი ამ მიმართულებით ბევრად დიდი საფრთხეების წინაშე დგას. მცდარი, შეცდომაში შემყვანი ნარატივების გაჟღერებას საქართველოში გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი პირები თითქმის არასდროს ერიდებიან. ეს განსაკუთრებით ცხადი ხდება პოლიტიკური არასტაბილურობის, ფართომასშტაბიანი აქციების მიმდინარეობისას და მის შემდეგ, როცა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გათიშვა და პროტესტის გაფანტვაა საჭირო.

გარდა ამ მხრივ არსებული პრობლემებისა, ქვეყნის რეალობაში ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებიც დგას — დასავლეთთან ჰიბრიდულ ომში ჩართული რუსეთი თავისი პროპაგანდისტული არხებით ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში პროდასავლური განწყობა ჩააქროს და მოსახლეობა ევროკავშირისა და ნატოს მიმართ უნდობლად განაწყოს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ვფლობდეთ მარტივ საშუალებებს, რომლებიც ინფორმაციის გადამოწმებაში დაგვეხმარება. ეს სტატია სწორედ ამას შეეხება.

Tineye

პირველწყაროს გაგებას დეზინფორმაციასთან ბრძოლაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყალბი ამბავი ხშირად სწორედ პირველწყაროზე მანიპულაციის შედეგია. ასევე, თავად პირველწყაროც შეიძლება იყოს დეზინფორმაციის გამავრცელებელი. მნიშვნელოვანია კონტექსტიც, რომელშიც ქვეყნდება კონკრეტული მასალა. მაგალითად, ხშირად იუმორისტული გვერდების მიერ გამოქვეყნებულ მასალას კონკრეტული აქტორები რეალურად ასაღებენ და ამით სხვადასხვა მიზანს აღწევენ. ასევე, ხშირად დეზინფორმატორები თარიღით მანიპულირებენ და ძველ ამბავს ახლად ასაღებენ — ერთი შეხედვით, შეიძლება ეს პრობლემად არ გვეჩვენებოდეს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ კონკრეტული ისტორია შეიძლება 10 წლის წინ არ იყო მნიშვნელოვანი, თუმცა აწმყოში დიდი გაუგებრობა გამოიწვიოს.

Tineye.com არის პლატფორმა, რომელიც ფოტოს ატვირთვით, ან ლინკის ჩაწერით ყველა ამ ინფორმაციას მოგაწვდით.

ESRI | World Imagery Wayback

ხშირად დეზინფორმაცია ისტორიის რევიზიონიზმს ეფუძნება. ერთი შეხედვით, ნაკლებად რეალისტურად ჟღერს, თუმცა ხშირად ინფრასტრუქტურის/გარემოს ცვლილება კონკრეტულ მიზნებს ემსახურება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გვქონდეს შესაძლებლობა, გადავამოწმოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა კონკრეტული გეოგრაფიული გარემო დროის სხვადასხვა მონაკვეთში. ამისათვის საუკეთესო საშუალება ESRI World Imagery Wayback-ია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, სხვადასხვა წელს გადაღებული სატელიტური ფოტოები ერთმანეთს შეადაროთ. ამ გზით თავს დაიცავთ სატელიტური ფოტოების გაყალბების გზით სხვა ნებისმიერი მანიპულაციისგანაც.

Google Fact Check Explorer

ციფრულმა ეპოქამ ფაქტჩექერების მნიშვნელობაც ძალიან გაზარდა. ინტერნეტში ყოველდღიურად უდიდესი რაოდენობის სიახლე ჩნდება, რომელთა ნაწილიც აუცილებლად შეიცავს დეზინფორმაციის ნიშნებს, ეს პრობლემა კი გაკონტროლებას მოითხოვს. როგორც წესი, კონკრეტულ მედიასაშუალებებს ჰყავთ საკუთარი ფაქტჩექერები, რომლებიც ამ კომპანიებისთვის მუშაობენ. ეს კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმებას ძალიან ართულებს, რადგან, ცალკეული მედია დეზინფორმაციის მთელ სპექტრს ვერ ფარავს. Google Fact Check Explorer არის ცენტრალიზებული პლატფორმა, სადაც სხვადასხვა გამოცემის გადამოწმებული ინფორმაციისა და ვერდიქტის ხილვაა შესაძლებელი, საკმარისი მხოლოდ საძიებო სიტყვის ჩაწერაა.

წაიკითხედ სრულად

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები