სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიოჯალეში - წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი

ოჯალეში – წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი

ოჯალეში – წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი.

ოჯალეში გავრცელებულია უმთავრესად სამეგრელოს მთიან რაიონებში და როგორც წარსულში, ისე ამჟამადაც მისგან აყენებენ მუქი შეფერილობის მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს.

  • წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი. იგი გავრცელებულია უმთავრესად სამეგრელოს მთიან რაიონებში და როგორც წარსულში, ისე ამჟამადაც მისგან აყენებენ მუქი შეფერილობის მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს.
  • სამეგრელოში ადგილობრივ მეურნეთა შორის და აგრეთვე ზოგიერთი სპეციალური ნაშრომის მიხედვით ოჯალეში ცნობილია შონურის და სვანურის სახელწოდებითაც (8, 7, 14). ადგილობრივი შესწავლით დასტურდება, რომ ოჯალეში სამეგრელოს უძველესი ჯიშია და თავისი ბოტანიკური და აგრობიოლოგიური ნიშნებით პონტოს ვაზის ჯიშთა წყებას მიეკუთვნება. ამას ადასტურებს პროფ. ა. ნეგრულის (16) ვაზის აბორიგენული ჯიშების კლასიფიკაცია, რომლის მიხედვით ოჯალეში ეკუთვნის Pროლ. პონტიცა სუბპროლ. Gეორგიცა Nეგრ._ის ჯგუფს. თუ როდის წარმოიქმნა ოჯალეში, ან სად იყო მისი გავრცელების პირველი კერა, ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ დადგენილი, ხოლო როგორც ამას აკად. ივ. ჯავახიშვილი (გადმოგვცემს საერთოდ ცნობები ქართული ვაზის ჯიშთა წარმოქმნის შესახებ არ არის დაცული. მოგზაური შარდენი (6), ხოლო უფრო მოგვიანებით სკაუ თავიანთ ნაშრომებში მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდიან მევენახეობის სპეციფიკურობის შესახებ სამეგრელოში და ამავე დროს მეგრულ ღვინოებს მაღალ შეფასებას აძლევენ.
  • უნდა ვიფიქროთ, რომ იმდროინდელ ვენახებში გავრცელებულ ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში უდავოდ წამყვანი იყო, ვინაიდან ვაზის რამდენიმე ათეული გადარჩენილი ჯიშიდან იგი ამჟამად მკვეთრად გამოირჩევა, როგორც მეტად მაღალხარისხოვანი პროდუქციის ორიგინალური ტიპის ღვინოების მომცემი ჯიში. ყურადღებას იპყრობს თვით ჯიშის სახელწოდება „ოჯალეში“, რაც კიდევ მეტად ამტკიცებს მის აბორიგენობას სამეგრელოს რაიონებისათვის. აკად. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით (ოჯალეში ვაზის მაღლარობის გამომხატველი მეგრული ტერმინია. „ჯა“ ნიშნავს ხეს, ხოლო „ოჯა-ლეში“ – ხეზე ასაშვებ ვაზს ანუ სახეივნოს.

ამგვარად, ოჯალეში ხეზე ასაშვები ვაზის აღმნიშვნელი ზოგადი სახელწოდება ყოფილა. ეს სახელწოდება, ამავე მკვლევრის აზრით, სამეგრელოში, განსაკუთრებით მდ. ტეხურის ხეობაში, მეტად ფართოდ გავრცელებულ ვაზის ჯიშს „სვანურს“ შერჩენია. აგრ. ერ. ნაკაშიძის მიხედვით (15), „ოჯალეში“ ნაწარმოები უნდა იყოს ვენახის ნაკვეთის ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი მეგრული სიტყვისაგან „ბჟა“ (მზე). აქედან „ობჟალეში“ ანუ სამზეური ადგილმდებარობა, მზვარე ადგილი. ამ სიტყვიდან დამახინჯების შედეგად თითქოს წარმოიშვა „ოჯალეში“, რაც არადამაჯერებლად გვეჩვენება, ხოლო აკად. ივ. ჯავახიშვილის განმარტებანი სავსებით გასაზიარებლად მიგვაჩნია.

სამეგრელოში გავრცელებულ ვაზის მრავალ აბორიგენულ ჯიშთაგან ქართველ მეურნეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ჯიშისათვის უნდა ჰქონდეს შერქმეული „ოჯალეში“ და იგი, როგორც სპეციფიკური ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური და სამეურნეო თვისებებით ვაზის ყველა ადგილობრივ ჯიშზე მაღლა მდგომი, უძველესი დროიდან უნდა ატარებდეს ამ სახელს.

ცნობილია, რომ ვაზის ფორმირების ერთ-ერთ საფუძველს მისი ჯიშის სპეციფიკური ნიშნები წარმოადგენს (ზრდის სიძლიერე, ახოხების უნარი და სიმაღლეზე ან სიგანეზე განვითარების მიდრეკილება).

ჩვენი აზრით, „ოჯალეშისათვის“ ამ სახელის მიკუთვნება თვით ამ ჯიშის სპეციფიკიდან უნდა გამომდინარეობდეს. დაკვირვება ცხადყოფს, რომ სამეგრელოში დაბლარად ფორმირებული ოჯალეშის ვაზი ვერ აღწევს ჯიშისათვის დამახასიათებელ მძლავრ ზრდა_განვითარებას და ამავე დროს მცირე მოსავალსა და უფრო მდარე ღირსების პროდუქციას იძლევა. ამავე პირობებში ამაღლებული ფორმით ან ოლიხნარად ფორმირებული იგივე ოჯალეში ვითარდება ჯიშისათვის დამახასიათებელი სიმძლავრით, თანაც უხვ მოსავალსა და საუკეთესო ღირსების პროდუქციას იძლევა.

წყარო: ასოციაცია ღვინის ოსტატები

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები