სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი21 სექტემბერი ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა

21 სექტემბერი ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა

22/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

21 სექტემბერი ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა.


ალცჰაიმერის დაავადება ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია კოგნიტური და ქცევითი ფუნქციის დარღვევა.


ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს შეძენილი ჭკუასუსტობის (დემენციის) ყველაზე გავრცელებულ ფორმას


მნიშვნელოვანია დაავადების საწყის ეტაპზე სპეციალისტთან დროული კონსულტაცია


#WorldAlzheimersDay #ვივომედიქალჯგუფი #drpkhakadze #accreditationge #ვივომედიქალჯგუფი #გიორგიფხაკაძე #giorgipkhakadze @drpkhakadze @accreditation.ge Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia ვივო მედიქალ ჯგუფი /Vivo Medical Group

ალცჰაიმერის დაავადება არის დემენციის ერთ-ერთი სახე, რომლისათვისაც დამახასიათებელია მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევა. სიმპტომატიკა აღმოცენდება შემპარავად და დროთა განმავლობაში თანდათანობით მატულობს.


რამოდენიმე წელიწადში მეხსიერებისა და აზროვნების დეფიციტი იმდენად ღრმავდება, რომ პაციენტს უჭირს ისეთი მარტივი აქტივობების განხორციელებაც კი როგორიცაა აზრის ჩამოყალიბება და დიალოგის წარმართვა, საკუთარ სახლში ოთახების მიგნება, დამოუკიდებლად დაბანა, ჩაცმა და სხვა.


ალცჰეიმერის დაავადება – თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. დაავადება იწვევს ადამიანის თავის ტვინში, ნერვულ უჯრედებს შორის ქიმიური ნივთიერებებით ინფორმაციის გადაცემის დარღვევასა და ნეირონების კვდომას.


ის აზიანებს ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას, ემოციებს. ხასიათდება: კლინიკურად: – პროგრესირებადი დემენციით, პათომორფოლოგიურად – ნერვული უჯრედების რაოდენობის შემცირებით, ქერქის სხვადასხვა ნაწილებში სენილური ბალთებისა და ნეიროფიბრილარული გორგლების ფორმირებით.


დაავადების საწყისი სიმპტომი ხშირად მეხსიერების დარღვევაა; თანდათანობით ვითარდება საფეთქელ – თხემის, შემდეგ კი ქერქის სხვა ნაწილების სულ უფრო ღრმა დისფუნქცია, რაც ვლინდება მეტყველების დარღვევით, პიროვნების ცვლილებებით რაც საბოლოოდ უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ქცევაზე. მისი სიმპტომები გამოიხატება სიტყვების მოძებნისა და სხვა ადამიანების მეტყველების გაგების გაძნელებაში.


გუნება-განწყობილებისა და პიროვნული თვისებების ცვლილებებში. მხოლოდ აშშ-ში 1,5 მილიონ ადამიანს აღენიშნება ალცჰeიმერის დაავადება. აშშ-ში ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრები 1,3 მილიონი ადამიანიდან 30%-ს აქვს ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოზი.


ბიოქიმიური გამოკვლევების შედეგად აღმოჩენილია, რომ ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინში იმატებს აცეტილტრანსფერაზას შემცველობა, რომელიც წარმოადგენს აცეტილქოლინის წარმოქმნისათვის აუცილებელ ფერმენტს. აცეტილქოლინი მიეკუთვნება ნეირომედიატორს – ნივთიერებას, რომელიც ამგზნებ ნერვულ იმპულსებს გადასცემს ერთი უჯრედიდან მეორეს და მონაწილეობს მეხსიერების პროცესებში.


ალცჰეიმერის დაავადება იწვევს ტვინის სხვადასხვა ფუნქციის გაქრობას. ავადმყოფს ავიწყდება ასაკი, მისამართი, მიმდინარე მოვლენები. იკარგება ყველაზე ახლობელი ადამიანების ცნობის, აზროვნების, ურთიერთობის უნარი და მას მუდმივი მეთვალყურეობა ესჭიოება. დაავადება თავს მოხუცებულობის ასაკში იჩენს თავს (სადღეისოდ ალცჰეიმერის ათვლის წერტილი 55 წელია, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც)




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები