2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 455 მილიონი აშშ დოლარის ღვინო და სპირტიანი სასმელები

2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 455 მილიონი აშშ | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
2023 წელს საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტმა რეკორდულ 455 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს წარმატება პირდაპირ აისახება სოფლების განვითარებასა და ფერმერების კეთილდღეობაზე.
გატარებული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2023 წელს კვლავ გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
გასულ წელს, ჯამურად, ექსპორტირებულია 455 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 16%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 260.0 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ პირველად პანდემიის შემდეგ, 2023 წელს ღვინის საექსპორტო ფასის ზრდა დაფიქსირდა; დაახლოებით 40 ცენტით, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სექტორისთვის”,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა 2023 წლის ყურძნის რთველზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსავალი, 2022 წელთან შედარებით, მცირე იყო, რაც გამოიწვია რთულმა კლიმატურმა პირობებმა. უხვი ნალექის და შემდგომ ძლიერი სეტყვის შედეგად მოსავლის რაოდენობა შემცირდა.

Contents

2023 წლის რთველი ორგანიზებულად ჩატარდა და მოსავალი სრულად დაბინავდა. ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 220 ათას ტონამდე ყურძენი, რომლის რეალიზაციიდან ფერმერებმა 300 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. 2023 წლის რთველი გამოირჩეოდა კერძო სექტორის მაღალი ჩართულობით.

კახეთის რეგიონში სახელმწიფო საწარმოს მიერ გადამუშავდა მოსავლის მხოლოდ 10%, რაჭის შემთხვევაში – 4%, რაც ბოლო წლების საუკეთესო მაჩვენებელია. როგორც მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა 2023 წლის სექტემბერში რამდენჯერმე მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავება. მევენახე ფერმერებმა დაზიანებული ყურძნის რეალიზაციიდან 18 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). 2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 455 მილიონი აშშ დოლარის ღვინო და სპირტიანი სასმელები. 30 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/2023-tsels-saqartvelodan-eqsportirebulia-455-milioni-as/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. 2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 455 მილიონი აშშ დოლარის ღვინო და სპირტიანი სასმელები [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/2023-tsels-saqartvelodan-eqsportirebulia-455-milioni-as/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network