1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა.
ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა
ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
დაწესებულებების სია იხილეთ: https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx…“ – ნათქვამია განცხადებაში.