ხულოში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხულოში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
ხულოში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხულოში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, მოადგილე ლუარა დუმბაძე, ხულოს რესურსცენტრის უფროსი რამაზ გელაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვახტანგ ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პედაგოგებს პროფესიული საქმიანობისთვის, მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიაა. სწორედ თქვენ ქმნით იმ საფუძველს, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობის ცოდნა, განათლება და განვითარება დგას. თქვენი ყოველდღიური შრომა, პროფესიონალიზმი და მოსწავლეებისადმი პასუხისმგებლობა განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს. გულითადად გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. მადლობას გიხდით იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ემსახურებით. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ბევრ ღირსეულ და წარმატებულ თაობას“, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ღონისძიების ფარგლებში, „მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“, 55 პედაგოგს მადლობის სიგელები გადაეცა.

მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების მონაწილეობით გამართული კონცერტით დასრულდა.

ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ხულოში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 24 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/ხულოში-მასწავლებლის-ეროვ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ხულოში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network