ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებახორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის  დეპარტამენტის ინსპექტორებმა,  სახელმწიფო  კონტროლის  ფარგლებში. ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით,  საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ლაბორატორიული კვლევით, სურსათის 2 ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა: 
ხორცის ფარში – მწარმოებელი: ი/მ ,,საბირ ჩილდირლი“ (სასადილო), მისამართი:  მარნეული, აღმაშენებლის ქ. 2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია),  დამზადების თარიღი: 29.10.2025;
ხორცის ფარში – მწარმოებელი:   ი/მ ,,ფამილ მაგაროვი“ (სასადილო), მისამართი:  მარნეული, აღმაშენებლის ქ. №2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია),  დამზადების თარიღი: 29.10.2025.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან. ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და  მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები