სპინალური არხის სტენოზი ნიშნავს ხერხემლის არხის შევიწროვებას. ხერხემლის არხი არის ადგილი, სადაც გადის ნერვები და ზურგის ტვინი. მისი შევიწროვება ზურგის ტვინზე და პერიფერიულ ნერვებზე ზეწოლას იწვევს, რაც განაპირობებს ტკივილის, დაბუჟების და ძალის დაკარგვის მსგავსი სიმპტომების განვითარებას.
ხერხემლის არხის სტენოზის მკურნალობა ტარდება ენდოსკოპიური ქირურგიული მეთოდით, რაც გულისხმობს მცირე განაკვეთებით და მინიმალური ინვაზიით ხერხემლის არხის გაფართოვებას. სპინალური სტენოზის ენდოსკოპიურ ოპერაციას ატარებენ გამოცდილი ხერხემლის ქირურგები. ენდოსკოპიური ქირურგიული ტექნიკა მინიმალური ინვაზიის ხარჯზე უზრუნველყოფს პაციენტის უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას.