ორშაბათი, ივლისი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიხენდრო მდიდარია შაქრებით, ორგანული მჟავებით, ვიტამინებით - ხენდრო და მისი ნერგების გამოყვანა

ხენდრო მდიდარია შაქრებით, ორგანული მჟავებით, ვიტამინებით – ხენდრო და მისი ნერგების გამოყვანა

ხენდრო და მისი ნერგების გამოყვანა – ხენდრო მდიდარია შაქრებით, ორგანული მჟავებით, ვიტამინებით

ეს მრავალწლოვანი ბალახოვანი კენკროვანი კულტურა ორი ამერიკული ჯიშის მარწყვის (ჩილეს და ვირჯინიის) ბუნებრივი ჰიბრიდიზაციის შედეგია, რომელიც მიიღეს ჰო­ლანდიაში 1720 წელს და სწრაფად გავრცელდა მთელ ევ­როპაში. ამჟამად ხენდროს უამრავი ჯიშია გამოყვანილი და ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურად ითვლება. ამას ისიც განაპირობებს, რომ ხენდრო მდიდარია შაქრებით, ორგანული მჟავებით, ვიტამინებით. 100 გრამი ახალმოკრეფილი ნაყოფი სრულიად აკმაყოფი­ლებს ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილებას C ვიტამინზე.
ხენდროს ნერგი თავისთავად ვითარდება პწკალის წვერში, მაგრამ უფრო საიმედო და ხარისხიანი სარგავი მასალა რომ გვქონდეს, ასე უნდა მო­ვიქცეთ:
ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველ ნახე­ვარში იწყება პწკალების განვითარება და მათ­ზე როზეტების წარმოქმნა. ულვაშები კარგად გაანაწილეთ რიგთაშორისებში და პირველი ფეს­ვების გამოჩენისთანავე მორწყეთ. შემდეგ თითის მსუბუქი დაჭერით ნიადაგში ისე ჩაფა­ლით, რომ წარმოქმნილი როზეტი დაფესვიანდეს. ამის პარალელურად ტარდება მარგვლა და ნაკელის მობნევა მიწის ზედაპირზე, რაც ხელს უწყობს ახალი ნერგის განვითარებას.
საუკეთესო საგემოვნო თვისებების გარდა, ხენდრო, სხვა კენკროვან კულტურებ­თან შედა­რებით, გაცილებით მდიდარია შაქრებით, ორგანული მჟავებით, C, B, P ვიტამინებით, რკი­ნის მარილებით, ფოსფორით, კობალტით, სპი­ლენძითა და იოდით. კარგად დაფესვიანე­ბული 4-5-ფოთლიანი როზეტი საუკეთესო ნერ­გია, რომ­ლის დარგვითაც წინასწარ გამზადებულ, კა­რ­გად გაფხვიერებულ, განოყიერებულ ნი­ადაგ­ში უკვე მეორე წელს გარანტირებული გვაქვს­ მოსავალი – თითო ბუჩქიდან 300-500 გ-მდე ნაყოფი.
ეს ციფრი ფანტასტიკურად აღარ მოგეჩვე­ნებათ, თუ ნიადაგს დაამუშავებთ და ნარგაობებს ისე მოუვლით, როგორც ქვემოთ მოგახსენებთ.
მაშ ასე, კარგად გაფხვიერებულ და განო­ყიერებულ ნიადაგს დაყოფთ კვლებად, რის­თვისაც გაჭიმეთ კანაფი და ზედ ცარცით მონიშნეთ მცენარეთა შორის მანძილი – 15-20სმ, ხოლო რიგთაშორისების – 60-70 სმ. მონიშნულ ადგილებზე კეთდება 15 სმ სიღრმის ორმოები, ისე, რომ ფესვთა სისტემის მიწაში განლაგების შემდეგ ნერგის გული – შუა ნაწილი, აუცილებლად დარჩეს მიწის ზევით. შემდეგ კარგად მი­უტკეპნეთ მიწა და რიგთაშორისები მორწყეთ კვლებში მიშვებით. თუ ნიადაგი საერთოდ ძალ­ზე ტენიანია, მაშინ აკეთებთ შემაღლებულ, 20-25 სმ სიმაღლის კვლებს და ისე რგავთ, თუ არადა, ჩვეულებრივად – მიწის პირზე. იმის გამო, რომ ხენდრო ფესვებს ზედაპირულად ივითარებს, გვალვას ძალიან ცუდად იტანს, ამიტომაც, შეძლებისდაგვა­რად, საჭიროა ხშირი მორწყვა და ნიადაგის გაფხვიერება.

ერთ-ერთი საუკეთესო ღონისძიებაა ბუჩქის ქვეშ ნია­დაგის დაფარვა ბურბუშელით, ბზით ან შავი ფერის პოლიეთილენის ფირით. სანამ პოლიეთილენს მიწაზე და­აფარებთ, ზედ ბუჩქის ადგილები მონიშნეთ, მონიშნული ადგილები გაჭერით ჯვარედინად და ბუჩქებს ამოაყოფინეთ თავები ისე, რომ მთელი ბუჩქი დარჩეს პოლიეთილენის საფ­­რის ზემოთ და ფირით მხოლოდ ნიადაგი იყოს დაფარული. ეს გაგიადვილებთ შრომას, რადგან ფირის ქვეშ სარეველები აღარ ამოდის და მიწაც ტენს დიდ­ხანს ინარჩუნებს. მორწყვის საუკეთესო წესია დაწვიმება.

ჭიამაიას უნდა გავუფრთხილდეთ – ადამი­ანის „მე­გობარი“ მწე­რია

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები