ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიჭეო - ფუტკრის ნატურალური პროდუქტი

ჭეო – ფუტკრის ნატურალური პროდუქტი

ჭეო – ფუტკრის ნატურალური პროდუქტი

გინდა შეინარჩუნო ბუნებრივი სილამაზე? არ მოიმატო წონაში? თუ ჭარბი წონა გაქვს მალევე მოიცილო ზედმეტი ცხიმები? იყო ჯანმრთელი? იცოცხლო დიდხანს? იყო ფიზიკურად აქტიური? დილას რომ გაიღვიძებ არ დაგჭირდეს ” აზრზე მოსასვლელად” ყავა და მისი მსგავსი ნივთიერებები, მაშინ გულდასმით წაიკითხე ეს ტექსტი, მიიღე უფლისა და ფუტკრის საჩუქარი – ჭეო და იცხოვრე ლაღად.
ჭეო არის ფუტკრის მიერ სკაში შემოტანილი და ფიჭის უჯრებში ჩატკეპნილი ყვავილის მტვერი, რომელსაც ფუტკარი ამდიდრებს მის მიერ გამომუშავებული სადედე ფუტკრის რძით, ფერმეტებით, ბიოსინთეზით, აკონსერვებს თაფლით და გადაბეჭდავს ცვილით. დუღილის პროცესის შედეგად მიიღება შემდეგი მინერალური ელემენტებით: კალიუმი (40%), მაგნიუმი (25%), რკინა (17%), კალციუმი (17%), და A, C, P, E ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტი. ჭეო წარმოადგენს რთულ ნივთიერებას, რომლის შემადგენლობაშია ცილები, ნახშირწყლები, ლიპიდები, ნუკლეინმჟავები, ვიტამინები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.100 გრამი ჭეოს დაახლოვებითი შემადგენლობა: წყალი: 21,3 – 30,0 გრ. მშრალი ნივთიერება: 70,0 – 81,7 გრ. ცილა (პროტეინი) – 7,0 – 36,7 გრ. ნახშირწყლები: 20,0 – 38,8 გრ; მათ რიცხვში: ლიპიდები: 1,38 – 20,0. ჭეოს ცილას, შეუცვლელი ამინომჟავების შემცველობით, მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე რძის ცილას. 100 გრ ცილა ამინომჟავების შემადგენლობით უტოლდება 500 გრ ძროხის ხორცს ან 7 ქათმის კვერცხს.
ჭეო განსაკუთრებით სასარგებლოა ადამიანის ძლიერი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს, ამიტომ ურჩევენ მის მიღებას, მეცნიერებს, ხელოვნების მოღვაწეებს, პროფესორ მასწავლებლებს, ბიზნესმენებს, სპორტის ოსტატებს და დამწყებ თუ მომქმედ სპორტსმენებს. ჭეო აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და აქვს ბუნებრივი გზით წონაში კლების საოცარი ეფექტი.
ლიპიდების სახით ჭეო შეიცავს ფოსფოლიპიდებს, ფიგოსტერინებს და სხვ. ლინოლინის და არაქნოიდის მჟავებს გააჩნია F- ვიტამინური აქტივობა, ადამიანის ორგანიზმში არეგულირებენ ჰორმონალურ პროცესებს, ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას და ხელს უწყობენ მის გამოდევნას ორგანიზმიდან. ფოსფოლიპიდები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას. ფიტოსტერინები ეწინააღმდეგებიან ათეროსკლეროზს. ნახშირწყლების უდიდეს ნაწილს გლუკოზა და ფრუქტოზა იკავებენ. მცირე ადგილს იკავებენ დისაქარიდები – მალტოზა და საქაროზა და პოლისაქარიდები – სახამებელი, პექტინური ნივთიერებები.
ვიტამინები (მგ) 100 გრამ ჭეოში : კაროტინი ( A ) – 0,66-212; ტიამინი (B1) — 0,55—1,50; რიბოფლავინი (В2) — 0,50—2,20; ნიკოტინმჟავა (B5 , PP) — 1,30—2,1; პანტოტენის მჟავა (В3) — 0,32—5,00; პირიდოქსინი (В6) — 0,30—0,90; ბიოტინი (Н) — 0,06—0,60; ფოლიის მჟავა (В9) — 0,30-0,68; ინოზიტი (B8) – 188-228; ასკორბინმჟავა (C) – 0,5-0,8 ჭეოს ფლავონიდებს და ფენოლმჟავებს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობენ კაპილარების კედლის გამაგრებას.
ჭეოს მდიდარი შემადგენლობიდან გამომდინარე მას გააჩნია მრავალი ფარმაკოლოგიური თვისება: ანტირადიაციული,ანტივირუსული, დაზიანებული ნერვული და ენდოკრინული სისტემის აღმდგენი და მომწესრიგებელი, იმუნური სისტემის გამაძლიერებელი, ანტიდეპრესიული,ანტისტრესული, ანტიტოქსიკური და სხვა.
ჭეო წარმატებით გამოიყენება მედიცინაში სხვა და სხვა დაავადებათა დროს: ანემიის, ნევროზის,ჰიპერტონიის,ათეროსკლეროზის, ინსულტის, ასთმის ჰეპატიტის, ცეროზის, ადენომის, იმპოტენციის, ჩიყვის, ფსორიოზის, ეგზემის, ჰერპესის, კუჭ-ნაწლავთა ინფექციების, გულ-სისხლძარღვთა და სხვა. ჭეო მეფუტკრეობის პროდუქტებიდან ერთ-ერთი არაალერგიული პროდუქტია,რადგან ფუტკრის ნერწყვში შემავალი ფერმენტები შლიან ჭეოში არსებულ ალერგინებს. ჭეო გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური ისე სამკურნალო მიზნით.
ჭეოს გამოყენება ჯანმრთელობის აღსადგენად :
1. ინსულტის შემდგომი პერიოდისათვის;
2. ინფექციური დაავადებებისას;
3. საკვების ალერგიის, კანის სხვადასხვა დაავადებებისას;
4. ფსორიოზის, ეგზემის, ჰერპესის, ნეიროდერმიტის მკურნალობისათვის;
5. კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას (გასტრიტი, კოლიტი, წყლულები);
6. სასქესო ორგანოების დაავადება (პოტენციის დაცემა, მამაკაცის უნაყოფობა, პროსტატის ადენომა);
7. ფეხმძიმე ქალებისა და ნაყოფის განვითარებისთვის;
8. დისბაქტერიოზის მკურნალობა.
სამკურნალო დოზა ექიმთან (აპითერაპევტი) შეთანხმებით
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები