ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიწაღვერი - სუფთა ჰაერი, მინერალებით მდიდარი სამკურნალო წყლები

წაღვერი – სუფთა ჰაერი, მინერალებით მდიდარი სამკურნალო წყლები

წაღვერი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში

წაღვერი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მოიპოვება მინერალური წყლები.

დაბა წაღვერი ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 კმ-ში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე,

მდინარეების გუჯარეთისწყლისა (გუჯარულას) და ბაკურიანის შერთვის ადგილას მდებარეობს. დაბას გარშემო წიწვოვანი ტყეებით (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) დაფარული მაღალი მთები აკრავს. ტყეთა მასივებიდან გამორჩეულია მარიჯანისა  და არჯევანიძის ტყეები. მარიჯანის ტყეს  სახელი ცნობილი პოეტი ქალის, მარიამ ტყემალაძის (მარიჯანი მისი ფსევდონიმი იყო) პატივსაცემად დაერქვა –  მას წაღვერში ჰქონია აგარაკი, რომელსაც ქართული კულტურის ცნობილი მოღვაწეები სტუმრობდნენ; `არჯევანიძის ტყე  კი იმ საზოგადო მოღვაწის სახელს ატარებს, რომელმაც წაღვერში 1910 წელს პირველი სკოლა დააარსა. ისევე როგორც თემის დანარჩენი სოფლები  დაბა, ტიმოთესუბანი და მზეთამზე   წაღვერსაც კლიმატური კურორტის სტატუსი აქვს. მის ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორებს წარმოადგენს დაბლობისა და მაღალი მთის კლიმატს შორის გარდამავალი ჰავა, წიწვნარის სურნელით გაჟღენთილი ზომიერად ტენიანი სუფთა ჰაერი და სხვადასხვა მინერალებით მდიდარი სამკურნალო წყლები. წაღვერი საბავშვო კურორტია, თუმცა აქაურობა სასარგებლოა მათთვისაც, ვინც ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გამო მაღალი მთის კლიმატს ვერ ეგუება.

წაღვერი არის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც გარშემორტყმულია მთლიანად წიწვოვანი ტყით. აქ მდებარე მინერალურმა წყაროებმა და სუფთა, ტენიანმა ჰაერმა განაპირობა ის ფაქტი, რომ წაღვერი საუკეთესო საშუალებაა კომპლექსური დაავადებების სამკურნალოდ.

წაღვერში კურორტული მკურნალობის ჩვენებებია: ქრონიკული გასტრიტი, ჰეპაროქოლეცისტიტი და საშარდე გზების დაავადებები.

რა სარგებლობა მოაქვს ბალნეოლოგიურ კურორტებზე დასვენებას?

ბალნეოლოგიური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყაროს წყალი, რომელსაც სასმელად და აბაზანებისთვის იყენებენ. ნახშირმჟავა წყლის ცნობილი კურორტებია ბორჯომი, საირმე, ჯავა და სხვა. სასმელ მინერალურ წყალს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. აბაზანებით მკურნალობენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გინეკოლოგიურ დაავადებებს, აგრეთვე- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთ სნეულებას.

წყარო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
რა არის TMJ-ს ანკილოზი

რა არის TMJ-ს ანკილოზი

მარტი 31, 2025
„ბრიტიშ ეარვეისმა“ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

„ბრიტიშ ეარვეისმა“ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები