„შემთხვევები მოიმატებს, მოვუწოდებ ყველას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ“

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია. მაღალია მიმართვიანობა კლინიკებში. პედიატრიული განყოფილებები თითქმის სრულად შევსებულია. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ძირითადად A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე გამოხატული სისუსტე ახასიათებს. ფიქსირდება გრიპის გართულებული შემთხვევები, პნევმონია, განსაკუთრებით მოზარდებში. გავრცელებულია კორონავირუსიც.

მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

„ამჟამად კლინიკაში პაციენტების მიმართვიანობა ძირითადად რესპირატორული ვირუსების ინფექციების შემთხვევებს უკავშირდება“. ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მისი თქმით, ასევე გამოვლინდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიც.

„გრიპის ვირუსის გარდა, საშუალოდ გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობა ახასიათებს 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ბრონქიოლიტის დიაგნოზით. არის კოვიდის დადასტურებული შემთხვევებიც, ახლაც ორი ბავშვი გვიწევს, ორ თვემდე ასაკის ბავშვები არიან“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. ვინც არ არის აცრილი, მოვუწოდებდი, ყველამ ჩაიტაროს გრიპის ვაქცინაცია.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „შემთხვევები მოიმატებს, მოვუწოდებ ყველას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ“. 31 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/შემთხვევები-მოიმატებს/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. „შემთხვევები მოიმატებს, მოვუწოდებ ყველას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ“ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network