პარასკევი, ივნისი 27, 2025
- Advertisement -spot_img

ყანის ჭლექი

ყანის ჭლექი

ერთწლოვანი, 1 მ-მდე სიგრძის ხვიარა მცენარეა მატიტელასებრთა ოჯახიდან. ყუნწიანი ფოთლები კვერცხისებრ-სამკუთხა, გულისებრი ან ისრისებრი ფუძით. ყვავილები ფოთლების იღლიებშია განლაგებული. ნაყოფი სამკუთხა შავი კაკლუჭაა.

ყვავილობს მთელი ზაფხულის განმავლობაში, სიცივის დაწყებამდე. გვხვდება ყველგან და ზიანს აყენებს უამრავ მცენარეს, რაც მისი სახელითაც მტკიცდება. განსაკუთრებით საშიშია მარ­ც­ვ­ლოვანთა ყანებისთ­ვის. გარდა იმისა, რომ მათ წყლისა და საკვების მარაგს ართმევს, მცე­ნარეს ეხვევა და ყანის ჩაწოლას უწ­ყობს ხელს, რაც მკას ართულებს და დიდ დანაკარგებს იწვევს.
სარეველა მრავ­ლ­დება მხოლოდ თე­სლით, რომელიც ადრე გაზაფხულზე ნიადაგის ზედა ფენაში ღივდება.
ბრძოლის ღონის­ძიებანი: წინასწარი დაფა­რ­ცხვის შემდეგ საჭიროა საშემოდგომო ღრმა მოხვნა და აღმონაცენების განადგურება კულ­­ტი­­­ვატორის სა­შუ­ა­ლე­ბით. აუცილე­ბელია სათოხნი კულ­ტუ­რების სისტე­მა­­ტური კულტივაცია. სა­­რე­ველას გასანადგურებლად გამოიყენება ჰე­რ­­ბი­ციდები: მარცვლოვნების ნათესებისთვის 2M–4XП, 2,4–D, 2M–4X და დიამეტ-D; სიმინდისთვის – ატრაზინი, სიმაზინი, ეპტამი; სტაფილოსთვის – პრომეტრინი; კომბოსტოსა და ხახვისთვის – რამროდი.

სარეველად ითვლება ყოველი მცენარე, რომელიც დამუშავებულ მიწაზე მამულის პატ­რონის სურვილის გარეშე ხარობს და, როგორც წესი, დიდ ზიანს აყენებს მეურნეობას და მნიშვნელოვ­ნად ამცირებს მოსავალს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები