სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 მარტიდან საქართველოში ამინდი იცვლება. დასავლეთ საქართველოში უფრო ადრე დაიწყებს ტემპერატურა კლებას, 19-20 მარტიდან კი აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარის გაძლიერება.
დედაქალაქში 19 მარტიდან იწვიმებს. კვირის განმავლობაში მაღალმთიან რაიონებში თოვლიც არის მოსალოდნელი.
როგორი ამინდი იქნება საქართველოში თვის განმავლობაში.
“ზოგადად, მარტის თვის მთლიანი პროგნოზი, ნორმასთან შედარებით 2 გრადუსით მაღალია და ნალექები, ნორმაზე ნაკლებია. მარტი, ასეა თუ ისე მაინც ცვალებადია.
17-18 მარტს, დასავლეთ საქართველოში, ველოდებით ნოტიო მასების შემოსვლას და ნალექიან ამინდს, შესაძლებელია იწვიმოს. მარტს როგორც ახასიათებს, ცვალებადი ამინდები იქნება რამდენიმე დღე.
თვის ბოლოსკენ, ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს. დედაქალაქში, უნალექო და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი. მარტის ბოლოს გაზაფხული ძალაში შედის, ამიტომ თვის ბოლოსკენ, კიდევ უფრო საგრძნობი იქნება გაზაფხულის შემოსვლა”,- ამბობს სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე.