სამკურნალო მცენარეები და ღვიძლი
ზოგიერთი სამკურნალო მცენარე (მცენარეების ნაწილები, რომლებიც სამედიცინო მიზნით გამოიყენება) შეიცავს ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ღვიძლი. ეს ნივთიერებები ზოგჯერ დაბინძურებულ საკვებშიც მოიპოვება. ღვიძლი ამ ნივთიერებების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანების პირველი რგოლია, რადგან სწორედ ღვიძლი გადაამუშავებს ყველაფერს, რასაც ადამიანი ყლაპავს.
პიროლიზიდინის ალკალოიდების შემცველმა მცენარეებმა შეიძლება დააზიანოს ღვიძლი. ამასთან, პიროლიზიდინის ალკალოიდებს ასობით მცენარე შეიცავს, მათ შორის, კიტრუნა, ლაშქარა და ზოგიერთი ჩინური მცენარე, რომელთაგან ზოგიერთი ჩაის მოსამზადებლად გამოიყენება. ზოგჯერ რძე, თაფლი და ბურღულეულიც შეიძლება იყოს დაბინძურებული პიროლიზიდინის ალკალოიდებით, რის შესახებაც მომხმარებელმა არაფერი იცის. პიროლიზიდინის ალკალოიდებმა შეიძლება თანდათანობით დააზიანოს ღვიძლი, თუ ისინი მცირე რაოდენობით და დიდი ხნის განმავლობაში მიიღება. ამ ნივთიერების დიდი რაოდენობით მიღებისას დაზიანება შედარებით სწრაფად ვითარდება. პიროლიზიდინის ალკალოიდებმა შეიძლება ღვიძლის ვენების დახშობა გამოიწვიოს, რაც ღვიძლის სისხლით მომარაგებას ამცირებს.
დაავადებულ ადამიანს აქვს მუცლის ტკივილი, ზოგჯერ, ღებინება. გროვდება სითხე მუცელსა და ქვედა კიდურების ქსოვილებში. საბოლოოდ, შეიძლება ღვიძლის დანაწიბურება (ციროზი), აგრეთვე, ღვიძლის უკმარისობა განვითარდეს და ფატალურად დამთავრდეს.
ღვიძლის გაცხიმოვნების ძირითადი მიზეზები
ალკოჰოლიზმი
მეტაბოლური დარღვევები:
ჭარბი წონა;
ინსულინრეზისტენტობა (ვითარდება დიაბეტის დროს);
ტრიგლიცერიდების მაღალი დონე სისხლში.
მედიკამენტები:
ასპირინი;
კორტიკოსტეროიდები;
ტამოქსიფენი;
ტეტრაციკლინი.
ორსულობა
ტოქსინები
ვირუსები
ღვიძლის გაცხიმოვნება, ციროზი და მათთან დაკავშირებული დაავადებები
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები