ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყო

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, პარკის გეგმარება რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, ასევე დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება საფეხმავლო ბილიკები. ასევე, დაგეგმილია არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს რეაბილიტაცია და მედიათეკის განთავსება, რომელიც მოაზრებული იქნება ერთიან საპროექტო კონტექსტში, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შესასვლელებით. პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“ და პარკის ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული სივრცის ,,ვარდების ხეივნის“ მოეწყობა.

პარკის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია არსებული უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეების შესწავლა, აღნუსხვა და სრული ტაქსაცია. ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობა 14.9 მილიონი ლარით აფინანსებს. პარკი 1821 წელს გაშენდა და ის გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

პროექტის დეტალებს ადგილზე ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე არქიტექტორებთან, ინჟინრებთან, დენდროლოგებთან და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ ქუთაისში უკვე განახლდა ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობა და დაიწყო ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყო. 30 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/ქუთაისის-ცენტრალური-ბულვ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყო [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%95/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network