ქართული ქვევრი
უძველესი ქართველური ტომები მევენახეობა-მეღვინეობის ფუძემდებლები იყვნენ. ქვევრი ღვინის ჭურჭლად პირველად ქართველებმა გამოიყენეს.
ჩვენგან განსხვავებით, ევროპელები ღვინოს მუხის კასრებში ინახავენ. თანაც, თუ მუხის კასრი მხოლოდ 40-50 წელი ემსახურება მეღვინეს, ათასწლოვან ქვევრს ისეთივე წარმატებით შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობა, როგორც ახალს.
საუკეთესო ღვინის დამზადება ტკბილის დადუღებით იწყება, რაც ტემპერატურული რეჟიმის გარეშე წარმოუდგენელია. ამ რეჟიმს კი ქვევრი თავად ქმნის, თანაც, მარანში 3-4-ჯერ ნაკლებ ადგილს იჭერს, ვიდრე მუხის კასრი. ქვევრი კასრზე ბევრად უკეთესად ინახავს ღვინოს.
საქართველოში არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როცა რამდენიმე საუკუნისწინანდელი ქვევრი უპოვიათ და შიგ კამკამა, საოცარი ღვინო ყოფილა.
ქართველმა სპეციალისტმა გიორგი გაბრიჭიძემ შავნაბადას მონასტრის არქიმანდრიტ შიოს კურთხევით შეაგროვა მასალები საქართველოში ქვევრის წარმოშობისა და დამზადების შესახებ. მან შეიმუშავა ქვევრის დამზადების ჩარხული მეთოდი, ასევე სპეციალური ხუფი, რომლითაც ქვევრი ჰერმეტულად იხურება. მასვე ეკუთვნის აპარატი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ქვევრის ძირიდან ლექის ამოღება. ამით, შეიძლება ითქვას, ქართულმა ქვევრმა ახალი სიცოცხლე დაიწყო.
როგორ ინახავდნენ ღვინოს საქართველოში
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები