სამშაბათი, ნოემბერი 25, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიფუტკრის კიდევ ერთი საოცარი პროდუქტი -  აუცილებლად წასაკითხი - მამალი ფუტკრის ჰომოგენატი...

ფუტკრის კიდევ ერთი საოცარი პროდუქტი –  აუცილებლად წასაკითხი – მამალი ფუტკრის ჰომოგენატი და მისი სამკურნალო თვისებები

ფუტკრის კიდევ ერთი საოცარი პროდუქტი –  აუცილებლად წასაკითხი

 მამალი ფუტკრის ჰომოგენატი
მამალი ფუტკრის ჰომოგენატი და მისი სამკურნალო თვისებები
მამალი ფუტკრის ჰომოგენატი წარმოადგენს უძვირფასეს ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტს, რომელიც მიიღება მამალი ფუტკრის ჭუპრების გამოპრესვის (გამოწურვის) გზით.
გამოწურვის შედეგად, მიიღება სპეციფიკური სუნის და ნაცრისფერი ან მოყვითალო ფერის ბლანტი სითხე. ზოგჯერ მას მამალი ფუტკრის რძესაც უწოდებენ.
მამალი ფუტკრის ჰომოგენატი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილების გარდა შეიცავს: ამინომჟავებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, მიკროელემენტებსა და ა.შ. ასევე დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მაგალითად – D ვიტამინის შემცველობით, ჰომოგენატი თევზის ქონსაც კი აღემატება. B ვიტამინში კი ყველა ელემენტია – B¹ – დან B¹²-ის ჩათვლით.
მამლი ფუტკრის მატლის რძეს, ანუ ჰომოგენატს აქვს მძლავრი გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი მოქმედება. მისი მიღება აბსოლუტურად ყველას შეუძლია საკვები დანამატის სახით.
მისი მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ, ენის ქვეშ მოთავსებით და ამ შემთხვევაშიც, ნახევარი საათის განმავლობაში, არ უნდა დალიოთ არანაირი სითხე. მამალი ფუტკრის ჰომოგენატი კარგად არის ცნობილი თაფლის მწარმოებლებისთვის, თუმცა მის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია აქვთ ჩვეულებრივ ადამიანებს.
მამალი ფუტკრის ჰომოგენატის 50% შედგება იგივე კომპონენტებისგან, რისგანაც შედგება ფუტკრის რძე, ბუნებრივი ნივთიერებების დანარჩენ 50%-ს კი უნიკალური თვისებები გააჩნია, რაც მზა პროდუქტს განუმეორებელ ხარისხს ანიჭებს.
იგი წარმოადგენს მაღალხარისხოვან ცილას, შეიცავს 37 ამინომჟავას და 30 უჯერ ცხიმოვან მჟავას. რის გამოც ხელს უწყობს მაღალი ფიზიკური და გონებრივი აქტივობის აღდგენას და შენარჩუნებას გადაჭარბებული დატვირთვების დროსაც კი.
მამალი ფუტკრის ჰომოგენატი გაჯერებულია ფიტოჰორმონებით და A, D, E და B ჯგუფის ვიტამინებით.

მისი რეგულარული მიღება აფერხებს პროსტატიტისა და წინამდებარე ჯირკვლის ადენომის განვითარებას, პრეპარატით მკურნალობენ ლიპომას, მასტოპათიას, ფიბრომას.
პრაპარატი ხელს უწყობს სპერმის პროდუცირებას (სპერმატოგენეზი) მამაკაცებში და კვერხუჯრედების ფუნქციონირების აღდგენას ქალებში. ასევე გამოიყენება უშვილობის მკურნალობისთვის როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
ეს პროდუქტი აძლიერებს მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას და ხელს უშლის ზოგიერთი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის ზრდას. გააჩნია მაღალი კვებითი ღირებულება. მაგალითისთვის, D ვიტამინის არსებობა მასში 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე თევზის ქონში.
აღსანიშნავია, რომ ფიზიკურ და გონებრივ აქტივობასთან ერთად იგი ხელს უწყობს ლიბიდოს გაძლიერებას როგორც ქალებში, ასევევ მამაკაცებში, ორგანიზმში ისეთი ჰორმონების წარმოქმნის ხარჯზე, რომლებიც სექსუალურ აქტივობაზე არის პასუხისმგებელი.
ჰომოგენატი რეკომენდებულია დასუსტებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მათთვის ჰომოგენატს ურევენ თაფლში (პროპორციით 2:1) და აძლევენ 1-2 სუფრის კოვზს დღეში.
მამალი ფუტკრის ჰომოგენატს გააჩნია შემდეგი თვისებები:
»» იწვევს ორგანიზმის მატონიზირებელ მოქმედებას;
»» აუმჯობესებს მადას, ძილის ნორმალიზაციას;
»» ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულაციას;
»» აღადგენს ნივთიერებათა ცვლისა და ქსოვილების კვების პროცესს;
»» ხელს უწყობს ორგანოების დარღვეული ფუნქციების ნორმალიზებას;
»» ხელს უწყობს არტერიული წნევის სტაბილიზაციას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევის დონეს;
»» ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
»» აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემის მოქმედებას;
»» ამაღლებს სექსუალურ აქტივობას, შრომისუნარიანობას;
»» ამაღლებს მაღალი დიდი ფიზიკური და ემოციონალური დატვირთვების მიმართ ტოლერანტულობას;
»» გააჩნია ანტიანთებით და ჭრილობის შემხორცებელი თვისებები
მამალი ფუტკრის ჰომოგენატი წარმატებით გამოიყენება კომპლექსში ფიტოთერაპიასთან ერთად. სამკურნალო მცენარეებისა და მამალი ფუტკრის რძის ნაზავს იყენებენ თვალების დაავადების სამკურნალოდ, ბიოსტიმულაციისთვის და დიეტური კვებისთვის.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა.
შეიძლება იყოს ტუჩფეხიანები გამოსახულება
ტექსტი აღებულია ქალბატონი მაკა ჭავჭანიძის ჯგუფიდან.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.


author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები