უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი სასირეთი.
სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში, თელიანის თემში მდებარეობს, მდინარე თეძმის ხეობაში. ზღვის დონიდან 610 მეტრზე. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი სასირეთი ანტიკური ხანის სოფელია.
სოფლის სახელწოდება სასირეთი, სავარაუდოდ, ჩიტის ძველქართული სახელწოდებისგან – სირისგან წარმოიშვა, რადგან ამ სოფლის ჭალებში ოდითგანვე ძალიან ბევრი სახეობის ფრინველი ბინადრობდა. ერთ-ერთი ვერსიით, სოფელს სახელი სასირეთი ფრინველის „სირის“ შემოსევის შემდეგ დაერქვა. აღნიშნული ფრინველის შემოსევა „დიდოსტატის მარჯვენაშიც“ არის აღწერილი. გადმოცემის თანხმად ე. წ. სასირე მახეები მდინარე თეძმის პირას დააგეს და სოფელს მას შემდეგ ეწოდა სასირეთი.
ამ სოფლის მკვიდრი იყო სახელგანთქმული გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. სოფელში მისი სახელობის სახლმუზეუმია განთავსებული. მუზეუმში დაცულია სახელგანთქმული გენერლის და XX საუკუნის გიორგი სააკაძედ წოდებული მხედართმთავრის საოჯახო ნივთები, ფოტო სურათები, წერილები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები.
მასალის გამოყენების პირობები