გაიზარდა იმ ქიმიური ნივთიერებების სია, რომლებიც ბავშვის ტვინის განვითარებაზე ახდენს მავნე ზეგავლენას.
”ყველაზე შემაშფოთებელია ბავშვების დიდი რაოდენობა, რომლებიც განიცდიან ტვინის განვითარებას ტოქსიკური დაზიანებით, ოფიციალური დიაგნოზის არარსებობის შემთხვევაში,” – თქვა ფილიპ გრანჯანმა, HSPH-ის გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის პროფესორმა.
„ისინი განიცდიან ყურადღების დაქვეითებასა და შეფერხებულ განვითარებას. სამრეწველო ქიმიკატები ჩნდება, როგორც სავარაუდო მიზეზები. ”
„The Lancet Neurology-ის” მკვლევარებმა 2006 წელს გამოაქვეყნეს 5 ნეიროტოქსინის სია, რომელთაც შეუძლიათ იმოქმედოს ყველაფერზე, კოგნიტიური ფუნქციის დაზიანებით დაწყებული, ყურადღების კონცენტრაციით დამთავრებული. სია განახლდა და მას დაემატა 6 ახალი ნივთიერება.
ახალი კვლევა გვთავაზობს განახლებულ დასკვნებს ამ ქიმიკატების შესახებ და ამატებს ინფორმაციას ექვსი ახლად აღიარებული რისკის შესახებ, მათ შორის მანგანუმი, ფტორი, ქლორპირიფოსი და DDT (პესტიციდები), ტეტრაქლორეთილენი (გამხსნელი) და პოლიბრომინირებული დიფენილ ეთერები (ცეცხლმოკიდებული).
- მანგანუმი ასოცირდება ინტელექტუალური ფუნქციის დაქვეითებასთან და მოტორული უნარების დაქვეითებასთან.
- გამხსნელები დაკავშირებულია ჰიპერაქტიურობასა და აგრესიულ ქცევასთან.
- პესტიციდების გარკვეულმა ტიპმა შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური შეფერხება.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ნეიროგანვითარების ფუნქციების დარღვევები (მაგალითად აუტიზმი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და კითხვის უუნარობა) დღეს დაბადებული ბავშვების დაახლეოებით 10-15%-ში გვხვდება. ამ დარღვევებიდან მხოლოდ 30-40%-ია გენეტიკური, ხოლო დანარჩენი გარემოს ბრალია. ზუსტი მიზეზების დასახელება, ამ ეტაპზე, ძალიან რთულია, თუმცა მკვლევარები განსაკუთრებულად სწორედ ამ 11 ნეიროტოქსინისგან თავის დაცვისკენ მოგვიწოდებენ:
ტყვია, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოკვლეული ქიმიური ელემენტია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნეიროგანვითარების ფუნქციების ისეთ დარღვევებთან, როგორიცაა, მაგალითად, დაბალი IQ (ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი).
5 ნივთიერება, რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებს ბავშვების ტვინზე:
- ტყვია;
- მეთილვერცხლისწყალი;
- პოლიქლორირებული ბიფენილები;
- დარიშხანი;
- ტოლუოლი.
წყარო: Harvard business review
მასალის გამოყენების პირობები