გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (MEPA) 2025 წლის სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი ღონისძიებით – „ერთიანი ჯანმრთელობა, ერთიანი მომავალი: მეცნიერებაზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობა“- აღნიშნეს, რომელიც მეცნიერების კრიტიკულ როლს უსვამს ხაზს სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში.

ღნისძიებამ ხაზი გაუსვა მეცნიერების ფუნდამენტურ როლს სურსათის უვნებლობაში, უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და სურსათის მიწოდების ჯაჭვში ყველა დაინტერესებული მხარის კოლექტიურ პასუხისმგებლობას.
პანელური დისკუსია თემაზე „სინერგია სურსათის უვნებლობისა და ჯანსაღი მომავლის უზრუნველსაყოფად“ მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა სურსათის უვნებლობის სისტემის მდგრადობა ერთიანი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, პესტიციდების მდგრადი გამოყენება, საკვებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ სურსათის რისკის შეფასების პროცესის გაძლიერების მცდელობები საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით, ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) წინააღმდეგ ბრძოლა ერთიანი ჯანდაცვის მიდგომით და რისკების ანალიზის კომპონენტების ურთიერთკავშირის კოორდინაცია.
სურსათის უვნებლობისა და კონტროლის სისტემების სტრატეგიული მიმოხილვა და შეფასება წარადგინა ჯუმბერ მარუაშვილმა, FAO-ს უფროსმა პოლიტიკის მრჩეველმა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარინა ღვინჯილიამ, ისაუბრა ლაბორატორიების როლზე სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციისთვის.
„სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღნიშვნისას, გვახსოვს, რომ სურსათის უვნებლობა კოლექტიური უფლება და პასუხისმგებლობაა. მეცნიერება ჩვენი ძალისხმევის ქვაკუთხედია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ საფრთხეები, შევაფასოთ რისკები და შევიმუშაოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტანდარტები. მიზანი, რომ სურსათის უვნებლობის სტანდარტები საქართველოში გლობალურ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ სურსათის უვნებლობის მდგრადი სისტემის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ჯანსაღ მომავალს. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მეცნიერებას უნდა ეფუძნებოდეს, რათა შევძლოთ უვნებელი სურსათის უზრუნველყოფა დღეს და მომავალში” – აღნიშნა რაიმუნდ იელემ, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში.
—
The Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO) and the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia (MEPA) celebrated World Food Safety Day 2025 with a significant event – “One Health, One Future: Science-Driven Food Safety,” highlighting the critical role of science in ensuring food safety.
This year’s World Food Safety Day emphasized the fundamental role of science in food safety, the importance of cooperation, and the collective responsibility of all stakeholders in the food supply chain. A panel discussion on the Synergy to Ensure Food Safety and Healthy Future included topics such as sustainability of the food safety system to ensure One Health, sustainable use of pesticides, epidemiological overview of foodborne infectious diseases, efforts by Scientific-Research Center of Agriculture to strengthen food risk assessment process in the direction of international cooperation, tackling antimicrobial resistance (AMR) through one health approach and the coordination of the interrelationship of risk analysis components.
The event featured a strategic overview and assessment of food safety and control systems, presented by Jumber Maruashvili, Senior Policy Advisor at FAO. Marina Ghvinjilia, Head of the Food Research Department of the State Laboratory of Agriculture of Georgia, discussed the role of laboratories in ensuring food safety and preventing antimicrobial resistance.

@ჩეხეთის განვითარების სააგენტო • Czech Development Agency Georgia
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.