სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდა. ცვლილებების მიხედვით, სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყების და ოპერირების წესები მკაცრდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სტანდარტების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, 6 თვეში ერთხელ, თანამშრომლების B ჰეპატიტზე პროფილაქტიკური იმუნიზაცია, ხოლო C ჰეპატიტზე სკრინინგი უზრუნველყოს.
„ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია – დეზინფექციის და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები.
პროცესის უკეთ სამართავად, სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე, ექვს თვეში ერთხელ.
ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი საქმიანობის დაწყებას მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები