ხულოში, სოფელ ირემაძეებში ქვეითთა საბრძოლო მანქანა 90-იანებში აიტანეს. ის ასლან აბაშიძის ე.წ. სპეცრაზმის საკუთრება იყო.
სოფელ ირემაძეებში მცხოვრები ლევან გობაძე ამბობს, რომ თავად იყო სპეცრაზმის წევრი.
„თავად ვიყავი სპეცრაზმის წევრი. ოცკაციანი სპეცრაზმი ვიყავით, იარაღი გვქონდა, ყველაფერი გვქონდა. ვმუშაობდით ერთად. იმ დროისთვის, ყაჩაღად იყო ქვეყანა გადაქცეული. ვპატრულირებდით გოდერძის უღელტეხილზე, ღორჯომის გადმოსასვლელებსაც ვაკონტროლებდით, ვაქცევდით ყურადღებას, ვინმე არ შემოსულიყო.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სოფელში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი ბარამიძე ამოვიდა და სპეცრაზმმა იარაღი მას ჩააბარა.
ამ პერესტროიკამ გააუქმა სპეცრაზმი, დავიშალეთ. სპეცრაზმის ბიჭები ახლა ოჯახებში არიან. ზოგი მუშაობს, ზოგი არ მუშაობს, გლეხურ მეურნეობას ეწევიან, როგორც მე, ისე ისინი“, – აღნიშნავს ლევან გობაძე.
იარაღის ჩაბარების შემდეგ საბრძოლო მანქანა სოფელში დარჩა.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები