პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებისიმინდის ჰიბრიდების ფართო ასორტიმენტი Dekalb-ისა და "აგროსფეროსგან“

სიმინდის ჰიბრიდების ფართო ასორტიმენტი Dekalb-ისა და “აგროსფეროსგან“

სი­მინ­დის ჰიბ­რი­დე­ბის უმ­სხვი­ლეს­მა მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნია Dekalb-მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი პრო­დუქ­ცი­ის ასორ­ტი­მენ­ტი კი­დევ უფრო გა­ზარ­და. ინო­ვა­ცი­უ­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ი­სა და აგ­რო­ტექ­ნი­კის იმ­პორ­ტი­ორ კომ­პა­ნია “აგ­როს­ფე­როს­თან“ ერ­თად მან ქარ­თველ ფერ­მე­რებს სი­მინ­დის ახა­ლი ჯი­შე­ბი და ჰიბ­რი­დე­ბი წა­რუდ­გი­ნა. ახლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შე­ეძ­ლე­ბათ შე­ი­ძი­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ტი­პის ნი­ა­დაგ­სა და კლი­მა­ტურ ზო­ნა­ზე მორ­გე­ბუ­ლი სი­მინ­დის ჰიბ­რი­დე­ბი FAO 200-დან FAO 700-ის ჩათ­ვლით:

“Dekalb-ის სა­თეს­ლე მა­სა­ლის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი ხელს შე­უ­წყობს ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბის მო­სავ­ლი­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდას. 2024 წლი­დან კი­დევ უფრო გაზ­რდი­ლი პორ­ტფო­ლი­ო­თი წარვდგე­ბით ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის წი­ნა­შე, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს ახა­ლი ჰიბ­რი­დე­ბის წარ­მო­ე­ბა­სა და ასორ­ტი­მენ­ტის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას“, – ამ­ბობს მი­რან­და შენ­გე­ლია, “აგ­როს­ფე­როს“ პრო­დუქტ მე­ნე­ჯე­რი სა­თეს­ლე მა­სა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

Dekalb Bayer-ის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­საც სი­მინ­დის სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბის წარ­მო­ე­ბის 112 წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს. ის ქმნის ჯი­შებ­სა და ჰიბ­რი­დებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ვა მო­სავ­ლის მა­ღა­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლით, ძლი­ე­რი ფესვთა სის­ტე­მი­თა და ჩა­წო­ლის, ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მართ მე­დე­გო­ბით.

Dekalb პირ­ვე­ლად “აგ­როს­ფე­როს“ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მოჩ­ნდა. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ საც­დელ-სა­დე­მონ­სტრა­ციო ნაკ­ვე­თებ­ში ჰიბ­რი­დე­ბის გა­მოც­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, წელს კი DEKALB ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტით, უკვე 8 სი­მინ­დის ჰიბ­რი­დი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ისი­ნი მორ­გე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მო პი­რო­ბებ­ზე რო­გორც სარ­წყა­ვი, ისე ურ­წყა­ვი ნი­ა­და­გე­ბის­თვის.

კონ­კრე­ტულ პრო­დუქტზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბამ­დე “აგ­როს­ფე­როს­თან“ ერ­თად ვიკ­ვლევთ ფერ­მე­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს, რათა მათ შევ­თა­ვა­ზოთ სწო­რი პრო­დუქ­ტი, სწორ დრო­სა და პი­რო­ბებ­ში. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვი­წყებთ სა­თეს­ლე მა­სა­ლის წარ­მო­ე­ბას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა უსაფრ­თხო ნი­ა­და­გის­თვის და რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა ფერ­მერს გა­ზარ­დოს თა­ვი­სი მო­სა­ვა­ლი.

“აგ­როს­ფე­როს­თან“ ერ­თად მუ­შა­ო­ბას კვლა­ვაც აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში ვაგ­რძე­ლებთ, რათა სა­მო­მავ­ლოდ ბა­ზარ­ზე წარ­მო­ვად­გი­ნოთ ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რის მო­თხოვ­ნის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად“, – გვი­თხრა Dekalb-ის უკ­რა­ი­ნელ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, კონ­სტან­ტინ ნო­ვი­კოვ­მა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები