სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებისაქართველო – ღვინის სამშობლო - ღვინოს საქართველოში მუდამ ჰქონდა საკრალური დატვირთვა

საქართველო – ღვინის სამშობლო – ღვინოს საქართველოში მუდამ ჰქონდა საკრალური დატვირთვა

საქართველო უკვე დიდი ხანია ღვინის სამშობლოს სტატუსით სარგებლობს.

ღვინოს საქართველოში მუდამ ჰქონდა საკრალური დატვირთვა. ის ასოცირდებოდა სიწმინდესთან, ტრადიციების დაცვასთან, ჭირთან თუ ლხინთან. ზოგადად ქრისტიანულ სამყაროში, როგორც ვიცით, ბარძიმი ღვინით მზადდება და მას ეკლესია იყენებს ღვთისმსახურებისთვის. თუმცა ეს ერთადერთი კავშირი არ არის ღვინოსთან. ძველად საქართველოში ეკლესია-მონასტრები ღვინის ერთ-ერთი ცნობილი და მსხვილი მწარმოებლები იყვნენ. პრინციპში, სოფლად დღესაც ნახავთ სასულიერო პირებს, რომლებიც მიწის დამუშავებასთან ერთად, მევენახეობასაც მისდევენ.

ისტორიული წყაროები იმასაც გვამცნობს, რომ ყველასთვის ცნობილ იყალთოს აკადემიაში მე-11 საუკუნეში მეღვინეობა, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული საგანი, ისე ისწავლებოდა.

ღვინის ისტორია ნეოლითის ხანაში დაიწყო და ამის დამადასტურებელი ფაქტები ყველაზე ცხადად ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა.

ივ. ჯავახიშვილს თავისი შესანიშნავი წიგნის „საქართველოს ეკონომიური ისტორიის“ II ტომში (70) ჩვენი მევენახეობა დაწვრილებით აქვს განხილული და ძველი საქართველოს ჩათვლით 413 ვაზის ჯიში აქვს აღნიშნული.

ამ 413 ჯიშისაგან ჰერეთში ყოფილა გარვცელებული 8 ჯიში, კახეთში _ 66, ქართლში _ 45, იმერეთში _ 42, რაჭა-ლეჩხუმში _ 94, სამეგრელოში 53, გურიაში _ 59, აჭარაში _ 26, შავშეთ-კლარჯეთში 26.

ქართული ვაზის ისტორია

ვაზი უნიკალური მცენარეა. ის მსოფლიოში ერთ–ერთ მნიშვნელოვან სასოფლო–სამეურნეო კულტურას წარმოადგენს. მას გააჩნია უძველესი ისტორიული კავშირი ადამიანის ცივილიზაციის განვითარებასთან. მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნდა ბრინჯაოს ხანიდან, როდესაც ღვინის ინტენსიურმა წარმოებამ საფუძველი ჩაუყარა ვაჭრობას (ჯავახიშვილი, 1934).

უძველეს დროში, საქართველოს ეკონომიკის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი მევენახეობა იყო.  საქართველოდან ღვინის ექსპორტს აწარმოებდნენ მეზობელი ქვეყნები. უცხო დამპყრობლების მხრიდან (თემურ–ლენგი, შაჰ–აბასი), ვენახების გაჩეხვის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის ეკონომიკურად დაქვეითება და შემოსავლის შემცირება. მიუხედავად ამისა, საქართველო მალე აღდგებოდა ხოლმე. ეს აღდგენა დამოკიდებული იყო ქართველი ხალხის სიცოცხლისუნარიანობასა და თავისუფლებისათვის უსაზღვრო სიყვარულზე (ჯავახიშვილი, 1934).

ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ღირსეულად ითვლება კულტურული ვაზის (Vitis viniferaL.)წარმოშობის ერთ–ერთ პირველ ცენტრად (ეხვაია, 2011).სავარაუდოდ, ძვ. წ. აღ. 6000–4000 წლებიდან მომდინარეობს ვაზის სელექცია. აქედან, კულტურული ვაზი გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის აუზში, ახლო აღმოსავლეთში და ბოლოს ამერიკაში.

წიპწები აღმოჩენილია ირანში, თურქეთში, სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში. თუმცა, ქართული მასალების ასაკი და სახეობათა სრულყოფილება ნათლად მოწმობს, რომ საქართველოში, კავკასიის მთების სამხრეთით მდებარე ქვეყანაში, ვაზის მოშენებისა და ღმერთების სასმელის დამზადება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7000 წლის წინ ან უფრო ადრე იყო (რამიშვილი, 1988).

საქართველოში ვაზის ხანგრძლივი კულტივარების დამადასტურებელ ფაქტს წარმოადგენს თესლების არქეოლოგიური ნარჩენები. 1965 წელს სიმონ ჯანაშიას ისტორიის სახელმწიფო მუზეუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივმა ექსპედიაციამ შულავერის მდელოზე (ქვემო ქართლი) აღმოაჩინა უძველესი დასახლება და მისი ნანგრევები, სადაც დიდი ოდენობით ბოტანიკური მასალა იპოვნეს. აღმოჩენილ მასალებს შორის განსაკუთრებით საყურადღებო იყო ყურძნის წიპწა. ანალიზის შემდეგ, მორფოლოგიური და ამპლეომეტრული მონაცემების მიხედვით ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის არისVitis viniferasubsp.sativaD.C., მოშინაურებელი ყურძნის ნაირსახეობის წიპწა. კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი, გარეული ვაზი –  კრიკინა (უსურვაზი), რომელიც დღეს საერთაშორისო წითელ წიგნშია შეტანილი. ნახშირწყლების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ წიპწები თარიღდება ჩვ. წ-მდე 5000-7000 წლებით და არის უძველესი არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში (რამიშვილი, 1988).

ამერიკელმა პროფ. მაკგოვერნმა (McGovern, 2003) ქართული ეროვნული საგანძურის გამოფენის კატალოგში ჩაწერა: “საქართველო ღვინის სამშობლოა, გვიანი ქვის ხანის, ნეოლითის მონაცემების მიხედვით, კაცობრიობის კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ღვინის კულტურა სწორედ საქართველოდან მკვიდრდება. შულავერში აღმოჩენელი უძველესი მოშინაურებული ყურძნის წიპწები, რომლებიც ჩვ.წ-მდე 7000-6000 წლებით თარიღდება, ადასტურებს, რომ იმ დროისთვის მტკვრის ხეობაში, სამხრეთ და ცენტრალურ საქართველოში უკვე არსებობდა კარგად განვითარებული მეღვინეობის კულტურა”.

ლეგენდის მიხედვით, როდესაც განმანათლებელი წმინდა ნინო, საქართველოში შემოვიდა, მას ხელში ეჭირა ვაზისგან დამზადებული, საკუთარი თმით შეკრული ჯვარი. მას შემდეგ ვაზი ახალი რელიგიის სიმბოლოა. ასევე, ქართული ეკლესიის კარები ხშირად ვაზის ფიცრებისაგან კეთდებოდა. გავცელებული იყო ვაზის ჩუქურთმის გამოყენება ტაძარ–მონასტრების მშენებლობის დროს. ქართველი ხალხი შორეულ წარსულში ვაზს „წმინდა“ მცენარედ თვლიდა. ამიტომაც, ბუნებრივია ქართველი ადამიანის განსკუთრებული ყურადღება ვაზის მოვლა–გაშენებისთვის.

მე-9 საუკუნეში საქართველოში აშენდა იყალთოს აკადემია. აკადემიას ჰქონდა მეღვინეობის დეპარტამენტი. სწორედ, აქ სწავლობდა პოეტი შოთა რუსთაველი მე-12 საუკუნეში. აკადემია იმით არის განთქმული, რომ იქ მრავალი საუკუნის მანძილზე მეღვინეობა ქართული სოფლის მეურნეობის საფუძველი იყო (ჯავახიშვილი, 1934).

ქართული მევენახეობის მწვერვალი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იყო. ქართული მეღვინეობის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ, რომელიც ფლობდა თელიანის მამულს. სწორედ იქ დაიწყო ადგილობრივი, სხვადასხვა სახის ღვინოების (რქაწითელი, მწვანე, საფერავი) დამზადება. (http://www.telianivalley.com).

ამნაირად, საქართველოს ყველა თემში საერთოდ 420-მდე ყურძნის სახესხვაობის სახელწოდება ყოფილა გადარჩენილი.

რამდენიმე ათეული წლის წინ, ქვემო ქართლში, თბილისის სამხრეთით, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში არქეოლოგებმა ძვ.წ. VI ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით იგი ვაზის კულტურულ სახეობას, Vitis Vinifera Sativa-ს მიაკუთვნეს, გარდა ამისა, მეცნიერებმა შეისწავლეს გადაჭრილი გორას ნამოსახლარზე აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტი. ქიმიური ანალიზის შედეგად თიხის ჭურჭელზე ღვინის მჟავის კალციუმის მარილის არსებობა დადასტურდა. კერამიკული მასალის კედლებზე ღვინის მჟავის წყარო მხოლოდ ღვინო ან ყურძნის წვენი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ აღმოჩენებმა დაადასტურეს, რომ ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ძვ.წ. VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ საქართველოს ტერიტორიაზე არამხოლოდ პირველი კულტურული ვაზი გვხვდება, არამედ ღვინის პირველი ნაშთებიც.

ქვეყანაში ქვევრში ღვინო, სულ მცირე, 8 000-ჯერ არის დაყენებული. თიხისა და ვაზის ასეთი ხანგრძლივი და ჰარმონიული თანაცხოვრება მართლაც რაღაც მაგიასთანაა დაკავშირებული.

ღვინის ქვევრში დაყენება არ არის მარტივი პროცესი, მას ცოდნა სჭირდება და საიდან მიიღო 8000 წლის წინანდელმა ადამიანმა ასეთი ცოდნა? ეს კითხვა იმდენად შორს წაგვიყვანს, რომ შეიძლება, საქართველოსა და ქართულ ღვინოსაც გავცდეთ.

საქართველოში ღვინო მთელი კულტურის ერთგვარი ღერძია, რომლის გარშემოც იბადება და ვითარდება ყველაფერი: ქართული პოლიფონიური სიმღერების მნიშვნელოვანი ნაწილი ვაზსა და ღვინოს ეძღვნება; არის ფოლკლორული ნაწარმოებები, რომლებსაც სარიტუალოდ ასრულებდნენ ვენახის მოვლის, მოსავლის აღების, ღვინის დაწურვის, ქვევრის მოხდისა და სხვა ეტაპებზე. საინტერესოა, რომ ქართველები ერთი და იმავე სიმღერით ეგებებოდნენ ოჯახში ახალი ბავშვისა და ახალი ღვინის დაბადებას.

ამ სიმღერებს დღესაც ღიღინებენ გლეხები თავიანთ ვენახებსა და მარნებში, პროფესიონალური ფოლკლორული ანსამბლები კი მთელ მსოფლიოს აცნობენ ქართულ ღვინოზე დაშენებულ ამ არამატერიალურ შედევრებს.

საქართველოში მოგზაურობისას ბევრგან შეხვდები ერთ მოკრძალებულ საგზაო მანიშნებელს წარწერით – „ღვინის გზა“.

თუ მას გაუყვები, სულ მალე მიხვალ დიდ, ინდუსტრიულ მეღვინეობამდე ან  საოჯახო, მცირე მარნამდე, სადაც საუკეთესო ღვინოებს აწარმოებენ – მცირე რაოდენობით და მხოლოდ პრემიუმ ხარისხისას. მცირე მარნებში გასტრონომიაც მხოლოდ ადგილობრივია და იდეალურადაა შეხამებული ადგილწარმოშობის ღვინოებთან.

8 000 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა ველური ვაზის მოშინაურება დაიწყეს, საიდანაც ღვინის დაყენების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ამდენი საუკუნის განმავლობაში გადარჩენისთვის ბრძოლის, სისხლიანი ლაშქრობებისა და გაჩეხილი ვაზის მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ უძველესი ტრადიცია უწყვეტად შეინარჩუნა. დღეს საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ ოჯახს, საკუთარი ხელით დაწურული ღვინით რომ არ ამაყობდეს. სწორედ ასეთი ისტორიისა და უნიკალური გემოვნური თვისებების გამო, როგორც 8 000 წლის წინანდელი, ისე ახლა დაწურული ქართული ღვინო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.

კახეთის მთავარი ჯიშები

ახმეტის წითელი, ბუერა, ბეგლარის ყურძენი, ბეჟანაური, გრძელმტევანა, დედათყურძენი, ვარდისფერა, ვაზისუბნის წითელი, ზაქათალის შავი, ზაქათალის თეთრი, თავკვერი დიდმარცვალა, თავკვერი პატალაანთეული, თავკვერი საფერავისებრი, ინგილოური, კურკენა, კახური თითა, კახის თეთრა, კახის წითელი, კუმსი თეთრი, კახის ყურძენი, კუმსი შავი, მაღრანულა, მწვანე კახური, მირზაანული, მწკლარტა, მხარგრძელი, მწვანე ყვითელი, მცვივანი ადრეულა, მირზანული თეთრი, მკვრივი ყურძენი, მცვივანი კახური, მსხვილთვალა თეთრი, მცვივანი პატალაანთეული, ოქროულა, ჟღია, ჟღია საგვიანო, რქაწითელი, საფერავი ბუდეშურისებური, საფერავი, საფერავი ფაჩხა, სირგულა, საფენა, სიმონასეული, ტყის ვაზი, უბაკლური, ქისტაურული წითელი, ქისტაურული შავი, კახური ღრუბელა, ღვინის თეთრი, ღვინის წითელი, შავთხილა, შავი ყურძენი, ჩიტისთვალა, ჩიტისთვალა თეთრი, ჩიტისთვალა შავი, ცხენისძუძუ კახური, ძაღლიარჭამა, ძუვანი, წნორის თეთრი, წობენურა, წყობილა, ჭროღა კახური, ხარისთვალა თეთრი, ხარისთვალა შავი და სხვ.

ქართლის მთავარი ჯიშები

ანდრიული ვარდისფერა, ანდრიული შავი, არიჭული, ადრეულა, არაყისი, ასურეთული შავი, ბუზა, ბეჟანა, ბუდეშური, გორულა, გორული მწვანე, ბორჩალო, დაკიდულა, დანახარული, თითა მესხური, თავცეცხლა, თავკვერი ქართლური, თითა ქართლური, კლდის წითელი, კლერტმაგარა, საფერავი ბეჟაშვილის, საფერავი მეჯვრისხეული, საფარული თეთრი, საღვინე, საადრეო თეთრი, საბატონო, საფერავი ატენის, მელიკუდა, მწვანე ავრეხი, მუხამწვანე, მარნეულის შავი, ხარისთვალა მესხური, ხარისთვალა ადგილობრივი, ფართალა თეთრი, ფართალა შავი, კაპიტა, ჩიტისთვალა ქართლური, ჩინური თეთრი, ჩინური შავი, ჩინური ავრეხი, შავკაპიტო, შაბა, რაბათის წითელი, ცხენისძუძუ თეთრი, ცხენისძუძუ შავი, ცრუგორული, შირაკენი, ჭროღა ქართული, ქიშური საადრეო, ქიშური შავი, ქიშური მსხვილმარცვალა, ტატანაური წითელი ვაზი, ჭვარტალა, ჭყარტალა ჭყაპა, ჯვარი, უსახელო ვარდისფერი, უცნობი შავი, ღრუბელა, ღრუბელა მეტეხური, ღარიბა თეთრი, ღარიბა შავი, წვენი და სხვ.

იმერეთის მთავარი ჯიშები

ადანასური, არგვეთული საფერე, ბეწოურა, ბაზალეთურა, ბზვანურა, გაბეხაურა შავი, გაბეხაურა თეთრი, გომის წითელი, გომის თეთრი, დონდღლაბი შავი, დონდღლაბი თეთრი, დონდღლაბი მჭკნარა, დიდშავი, ენდელაძისეული, ვერტყვისჭალური შავი, ვერტყვისჭალური თეთრი, თითა იმერული, თავწითელა, თხლაფა იმერული, კუპრაშვილისა, კუნძა შავი, კუნძა თეთრი, კრახუნა შავი, კრახუნა თეთრი, კირწმაგარა, კვირისთავა, კაპისტონი შავი, კაპისტონი თეთრი, კამური შავი, მაჩანაური საფერე, მცვივანი იმერული, მურადოული, მტრედისფერა, მსხვილკუმფხალა, მგალობლიშვილი, მელანიასეული, მაისა, მარგული საფერე, მამუკას ვაზი, მაღლარი, ნათელა, ნაცარა, ოხტოურა, ოცხანური საფერე, ობჩური შავი, ქართულა, ქველოური, რკო თეთრი, რკო შავი, სამაჭრე, სამჭაჭა, უსახელო წითელი, ფითრა, ღრუბელა იმერული, შავბარდა, ჩხინკოურა, ცრუ ცოლიკოური, ცოლიკოური კახიძის, ცოლიკოური, ციცქა საჩხერული, ციცქა გაბეხაურა, ცოლიკოური მსხვილთვალა, ძელშავი ობჩური, ძიგანოური, ძველი სამაჭრე, ძელშავი ადგილობრივი, ძირაგეულის შავი, წირქვალის თეთრი, ჭანკილოური, ხარისთვალა კოლხური, ხითერი (ჟღია), შავციცქა და სხვ.

რაჭა-ლეჩხუმის მთავარი ჯიშები

ალექსანდროული, ალექსანდროული ძველი, ალექსანდროული თეთრი, ალეში, არაბეული თეთრი, არაბეული შავი, აფხაზური, ბახვა, ბეროულა, ბელარიანი, ბუტკუ, გამოყვანილი, თბილური, თვალდამწვრისეული, კაპისტონი გაღმოური, კირწწითელა, კორტნულა, კუდურაული, მელისკუდა, მოქათური, მსხვილთვალა, მუჯურეთული, მცვივანა რაჭული, მწვანე რაჭული, ნაკუთვნეული, ნაცარა, ნოშრიო, ოჯალეში ორბელური, რცხილი, სამაჭრე, ურიშულა, უსახელოური, უწყვეტი, ფაჩხატა, ფეროვანი, ფერუანი, ყვირა, ყორნისთვალა, ცხვედიანის თეთრა, წულუკიძის თეთრა, წმინდა თეთრი, ჭუბულო, ხიხვა რაჭული, ხიხვა ლეჩხუმის, ხოტეურა, ხროგი და სხვ.

სამეგრელოს მთავარი ჯიშები

აკიდო, აბშილური, გოდაათური, გრეხი, დონდღვაბია, დედოფლის კითი, ეგურძული, ვერნახი, ზერდაგი, თხუნთხუ, თოვანი, კვანწახურა, კეთილური, კერთოლი, კაპისტონი მეგრული, კიკაჩა, კუტალა, ლაგილური, მუხიშხა, მორცხულა, მახვატელი, მაჭკვატური, მარბა, ოჯალეში, ოქონა, ოფოთი, პანეში, პუმპულა, პაპასკირი, საკუმა, სამანჭრო, ტუტაში, ტოროკუჩხი, უჩახარდანი, უგვარო ქველები, ჩერგვალი, ჩეჭიფეში, ჩეში, ჩხინკილოური, ჩხოროკუნი, ჩხუჩეში, ჩხუში, ჩეჩქიში, ჩერგვალი, ცანაფითა, ჭვიტილური, ჭითაში, ჭოტიში, ხარისთვალა მეგრული და სხვ.

გურიის მთავარი ჯიშები

ალადასტური, ათინური, ბადაგი, დორდღო, ვაციწვერა, ზენაფური, თქვლაფა, თეთრი კამური, თეთრიშა, თეთრი მაური, თეთრი ყურძენი, თეთრი ჩხავერი, კლარჯული, კეთილოური, კიკაჩაი, კუხურა, კორძალა, მცვივანი, მეკრენჩი, მტევანდიდი, მახათური, მანდიკოური, მაგანკური (მაგარა), მტრედისფეხა, ნაკაშიძის ჯანი, ნაშენები, ორონა, ოფოურა, სხილათუბანი, სამარხი, საკმიელა, სიმჩხავერა, ქაქუთურა, ქვაფათურა, ღორისთვალა, შავყურძენა, შავჩხა (ხვავრიელი), ჩხუპეში, ჩხაბერძულა, ჩხავერი, ცივჩხავერა, ცისფერულა, წითლანი, ჭუმუტა, ჯანი ასკანური, ხუშია, ხუშია შავი, ხემხუ, ჯანი, ჯანი ციხური და სხვ.

აჭარის მთავარი ჯიშები

ალპურა, აჭარული, ახალესკი, ბუტკო, ბათომურა, ბროლა, ბაღის ყურძენი, ბურძღალა, თეთრი კაიკაციშვილისეული, ვაიოს საფერავი, თეთრა, თეთრი ლივანურა, თურვანდი, კიბურა, კოლოში, მათენაური, მისკიეთა, მწვანე აჭარული, მწვანურა, მელისკუდა, მეკრენჩხი, მახათური, ორჯოხული, პოვნილი, საწური, საფერავი აჭარული, სალიკლევი, ტყისყურძენა, ტაგიძურა, ქორქაულა, ღვანურა, შავი ლივანურა, შავშურა, შიშველი, ჩიტისთვალა, ჩხუში, ხარისთვალა აჭარული, ხოფათური, ხალთური, ცხენისძუძუ, წვიტე, ჭიპაკური, ჭოდი, ჭეჭიბერა, ჭოტა, ხორეში, ჯინეში, ჯავახეთურა და სხვ.

ყველაზე იშვიათი და გამორჩეული შემდეგი ჯიშებია:

ბუზა – ძირითადად ქართლში იყო გავრცელებული. ძირითადად საღვინე ყურძენია. როდესაც ბუზა სიმწიფეში შედის, მისი მარცვლები ადვილად სკდება და წვენს ბუზები ეხვევიან. ამ თვისების გამო მოსახლეობამ მას ბუზა ანუ „ბუზის ყურძენი“ შეარქვა. ა

დანახარული – ადგილობრივი მოხმარების საღვინე ყურძენია, რომელიც ქართლში ხარობდა. შვიათი ჯიშია და მხოლოდ საკოლექციო ნაკვეთებშია დაცული. დანახარულისგან სუფრის ღვინოს ამზადებდნენ, თუმცა მისი გამოყენება წარმატებით შეიძლება საკუპაჟედაც. ძველად ეს ჯიში საკმაოდ იყო გავრცელებული გორის, კასპისა და ცხინვალის რაიონის ვენახებში. დღეს ეს ერთ-ერთი უიშვიათესი ჯიშია.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები