საქართველოში ირანიდან 552 ათასი დოლარის საზამთრო შემოვიდა – როგორია სხვა ქვეყნების მონაცემები
იანვარ-მაისში საქართველოში საზამთროს იმპორტი 13%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, გასული წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 849 720 დოლარის 2 811 ტონა საზამთრო, ხოლო მიმდინარე წელს 976 460 დოლარი 3 078 ტონა.
საქართველომ 2024 წლის პირველ 5 თვეში საზამთრო ირანისგან, თურქეთისა და ნიდერლანდებისგან იყიდა. საანგარიშო პერიოდში, ყველაზე დიდი რაოდენობით საზამთრო საქართველოში ირანიდან შემოვიდა. ირანის წილი საზამთროს იმპორტში 56.5%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზეა თურქეთი, მისი წილი იმპორტში 41.2%-ია, ხოლო ნიდერლანდების წილი მხოლოდ 2.3%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქართული წარმოების საზამთროს იმპორტი არ განხორციელებულა.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები