მოამზადეთ ღუმელში ან ორთქლზე:
„ქვაბში ჩაასხით ცოტა წყალი, დადგით შიგნით ჯამი ან ღრმა თეფში ისე, რომ ძირი ზევით იყოს მოთავსებული. დაალაგეთ დაჭრილი გოგრა და ზემოდან დააფარეთ კალკის ქაღალდი. კარგად დაუფარეთ გვერდები, მოხარშეთ 20–30 წუთით. ამ მეთოდით გოგრა სრულად იხარშება ორთქლზე.
გოგრის თესლი
არ გაიმეტოთ გადასაყრელად. გამშრალი გოგრის თესლი ძვირფასი საკვებია, რადგან მისი ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს ლინოლენის, ოლეინის, პალმიტინის და სტეარინის უჯერ მჟავებს, ასევე ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, A და C ვიტიმინს. აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, თუთიას, სპილენძს, კალიუმს. მის შემადგენლობაში 28% ცილაა.
იცით, რომ გოგრაში A ვიტამინი 5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სტაფილოში?! შეგახსენებთ, ეს ვიტამინი აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის, მისი მხედველობის ჩამოყალიბებისათვის.
გოგრა შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რომელიც უჯრედების მემბრანების ნამდვილი მცველია და იცავს მათ რადიაციისა და მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისაგან.
K ვიტამინი, რომელიც გოგრაშია აღმოენილი, სისხლის შედედებას უზრუნველყოფს.
D ვიტამინი , რომელსაც ეს მზისფერი ბახჩეული შეიცავს, აუცილებლია კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოწერსიგებისა და ადრეულ ასაკში რაქიტის პროფილაქტიკისათვის.
გოგრა მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. ის შეიცავს სპილენძს, თუთიას, რკინას, მის შემადგენლობაშია აგრეთვე ბავშვის ძვლოვანი სისტემის განვითარებისათვის აუცილებელია ფტორი, კალციუმი.
შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რაც კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია და ნაწლავთა შეკრულობის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა. გოგრის ნიღაბი თქვენი სალამაზისათვის.