ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიროგორ ვაძლევთ კვებას? - როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე

როგორ ვაძლევთ კვებას? – როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე

როგორ ვაძლევთ კვებას? – როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე

როგორ ვაძლევთ კვებას?
ვარდის პერიმეტრზე მთლიანად ხდება გაფხვიერება დაახლოებით 70 80 სმ რადიუსზე.
ვიღებთ საკვებს 30 გრამს ახალგაზრდა ძირებზე ხოლო დიდ ძირებზე სამოც გრამს და ვაყრით გარშემო.
არც ერთ შემთხვევაში ძირთან არ მიგვაქვს ახლოს, ეს პერიმეტრი აუცილებლად უნდა დაიცვათ.
შემოვუყრით გარშემო ირგვლივ, და ვრწყავთ ნელნელა.

საგაზაფხულო გასხვლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ტარდება ყოველწლიურად ვეგეტაციის დაწყების წინ, თებერვალში (როგორც წესი, კლიმატიდან გამომდინარე, მთავრი კრიტერიუმი არის-ვეგეტაციის დაწყების წინ), მაღალ ზონაში კი მარტში, როდესაც მცენარეს კვირტები კარგად დაებერება.

გასხვლის მოცულობა დამოკიდებულია ბუჩქის ასაკზე და მდგომარეობაზე.

გასხვლის დაგვიანება ანუ ვეგეტაციის პერიოდის შემდეგ გასხვლა (სანიტარული გასხვლის გარდა), მცენარეს საგრძნობლად ასუსტებს, რადგან საკვები ნივთიერებების მარაგი, ახალ გაფურჩქნულ ყლორტებში იყრის თავს და გასხვლისას მცენარის საკვები ნივთიერების მარაგი მცირდება.

საზაფხულო გასხვლა მინიმალური მოცულობისაა, გამოიყენება სუსტი (გრძელი) სხვლა, ძირითადად ნაყვავილარი ბუტონების მოცილების მიზნით პირველ კვირტამდე, ჩაის ჰიბრიდული ვარდებისთვის (ბუტონი უფრო მდგრადი და ფერთა გამა უფრო მრავალფეროვანი აქვს. ამ ჯგუფის ვარდები რემოტანტულია) პირველ ფოთლამდე.

ნაყვავილარი (ყვავილობა მოლეული) ბუტონების მოცილება, მნიშვნელოვანია ზოგადად ყვავილობის გახანგრძლივებისთვის.

გაზაფხულზე ვარდს უნდა მიაწოდოთ აზოტით მდიდარი საკვები(N აზოტი).ორგანული საკვებიდან ესაა ნაკელი,რომელიც დიდი რაოდენობით აზოტს შეიცავს და ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში.აზოტი აუცილებელიცენარის ახალგაზრდა ყლორტების ზრდა განვითარებისთვის.შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადადავა სახის სასუქი.არ მკითხოთ კონკრეტულად რომელი,უბრალოდ ყიდვის დროს ჰკითეთ აგროქიმიკოსს,შეიცავს თუ არა ეს საკვები მეტი რაოდენობით აზოტს.იყოდება გრანულებიც, რომელშიც შედის N P K.აზოტი,ფოსფორი და კალიუმი.ამ გრანულების პროცენტული შემადგენლობა სხვადასხვაა.მაისის ბოლოს,ყვავილობის მეორე ტალღის დაწყების წინ უნდა მივცეთ მეტი ფოსფორი,რადგან ის ყვავილების ხარისხზე აგებს პასუხს.შემოდგომაზე კი მეტი კალიუმია საჭირო,რადგან ის მცენარის კანის გამერქნებას და ყინვების გადატანას უწყობს ხელს.

გასხვლა ვარდის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი და აუცილებელი საშუალებაა. გასხვლის სწორად ჩატარებაზე ბევრადაა დამოკიდებული ვარდის ბუჩქის სიმეტრიულობა, მოხდენილი საყვავილე ყლორტების განვითარება, დეკორატიულობა და უხვი ყვავილობა.

გასხვლა ყოველწლიურად ტარდება, უმეტეს შემთხვევაში მოსვენების პერიოდში.

როგორ ვიზრუნოთ ვარდის ბუჩქებზე გაზაფხულზე

  1. ადრეულ გაზაფხულზე ვარდზე ზრუნვა საფარის მოხსნით უნდა დაიწყოს. არ გააჭიანუროთ, რადგან დამცავი საფარის ქვეშ დიდხანს ყოფნამ შეიძლება ბაქტერიების გამრავლება გამოიწვიოს.
  2.  სტაბილური, დადებითი ტემპერატურის მიღებამდე დამცავი საფარის მოხსნა არ ღირს. ამისთვის იდეალური დროა მარტის დასაწყისი, პირველი დათბობის შემდეგ. და მაინც, თქვენი რეგიონის ამინდის პირობების მიხედვით დრო თავად უნდა შეარჩიოთ.
  3.  აგროფიბრი თანდათანობით უნდა მოაშოროთ, ბოლოებიდან დაიწყეთ. გახსოვდეთ, რომ მსუბუქ ღამის ყინვას ბუჩქი აუცილებლად გაუძლებს, ამასთან აღარ დალპება. რამდენიმე დღეში ვარდი გრილ ჰაერს მიეჩვევა და დამცავი საფარის ბოლომდე მოხსნას შეძლებთ.
  4.  ვარდი აუცილებლად დაჩრდილეთ. თავიდან ვარდისთვის მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მუდმივად ყოფნა უჩვეულო იქნება. მზისგან დამცავი საფარი გაუკეთეთ, სანამ მიწა ბოლომდე დათბება და ფესვების სისტემის სრულად გამოკვებას დაიწყებს.
  5.  გაზაფხულზე მცენარის გადაჭრა სავალდებულო ეტაპია. ამ პროცედურას შეგიძლიათ დამცავი მასალის მოხსნიდან 1 კვირაში შეუდგეთ. ბუჩქი ყურადღებით დაათვალიერეთ, სუსტი და ხმელი აღმონაცენები, ასევე ის ნაწილი, რომელიც ქვემოთ იზრდება, მოაშორეთ.
  6.  მცენარე ნაკელით კარგად გამოკვებეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ვარდის ხშირად მორწყვა საჭირო არაა. კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
რა ვირუსია რუსეთში? – სისხლიანი ხველა და მაღალი სიცხე მიკოპლაზმური პნევმონიის ფონზე

რა ვირუსია რუსეთში? – სისხლიანი ხველა და მაღალი სიცხე მიკოპლაზმური პნევმონიის ფონზე

მარტი 31, 2025
VIDEO: ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება და ყბა-სახის ურთულესი ოპერაციის უნიკალური შედეგი – 16 წლის მარიამ კოხრეიძე ამ დღის შემდეგ მთელმა საქართველომ გაიცნო

VIDEO: ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება და ყბა-სახის ურთულესი ოპერაციის უნიკალური შედეგი – 16 წლის მარიამ კოხრეიძე ამ დღის შემდეგ მთელმა საქართველომ გაიცნო

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
თიკა ჯამბურიას მძიმე დიაგნოზი – როგორ გადალახა ყველაზე რთული პერიოდი?

თიკა ჯამბურიას მძიმე დიაგნოზი – როგორ გადალახა ყველაზე რთული პერიოდი?

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები