რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის მასშტაბით ამ დროისთვის 2,7 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. რთველი კახეთის მუნიციპალიტეტებში ყურძნის სიმწიფისა და შესაბამისი კონდიციის მიხედვით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 230 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული. წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.

კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარით განისაზღვრება. არაკონდიციური საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარი იქნება. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით განისაზღვრება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება. 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 0,80 ლარს, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 0,30 ლარს შეადგენს.

რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 219 37 18.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. 10 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/რთველი-კახეთში-ტრადიციუ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a3/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network