პესტიციდები წარმოადგენს აგროქიმიკატების ჯგუფში შემავალ ნივთიერებებს, რომელთა მთავარი დანიშნულება მავნებლების განადგურებაა.
სასოფლო-სამეურნეო მცენარეებს, ასევე უკვე აღებულ მოსავალს, დაცვა სჭირდება სამი ძირითადი სახის საფრთხისგან, როგორებიცაა დაავადებები, მწერები და სარეველები, ასევე ნემატოდებისა და მღრღნელებისგან.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, სექტორი ყოველწლიურად მოსავლის საშუალოდ 40%-დე სწორედ მავნე ორგანიზმების გამო კარგავს, რაც რისკს უქმნის მსოფლიოს მზარდი პოპულაციის სასურსათო უსაფრთხოებას.
მეორე მხრივ, პესტიციდების არამდგრადი გამოყენება ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანთა ჯანმრთელობას.
საქართველოში, სადაც სოფლის მეურნეობა განვითარების ისეთ სტადიაზეა, როდესაც ექსტენსიური წარმოებიდან ინტენსიურ რელსებზე გადადის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ფერმერები თავიდანვე მიეჩვიონ ამ ტოქსიკური ნივთიერებების გონივრულად მართვას. მითუმეტეს, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, ამ საკითხს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც სურსათის უვნებლობის, ასევე შრომის უსაფრთხოების, ნარჩენების მართვის, გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მხრივ.
მასალის გამოყენების პირობები