რაზე მიუთითებს ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში
საუბრობს ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე:
„სისხლის საერთო ანალიზი ყველაზე გავრცელებული რუტინული კვლევაა. კარგად წაკითხული სისხლის საერთო ანალიზი უმეტეს შემთხვევაში კარგ ინფორმაციას იძლევა. სისხლის საერთო ანალიზის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ანემიის, ანთებითი პროცესის, ონკოლოგიური პათოლოგიის, გადატანილი ინფექციის და უამრავი სხვა რამის
ერითროციტების დალექვის სიჩქარე წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ტესტს ამა თუ იმ პათოლოგიის მიმდინარეობის შესაფასებლად. ეს ძალიან ღირებული კვლევაა. მიგვითითებს რამდენიმე დაავადების განსაზღვრაზე. თუ ადამიანს აქვს ცოტა რაოდენობის ერითროციტი, მაშინ იმ სვეტში, სადაც ხდება სისხლის ნიმუშის დაყენება, სწრაფად დაილექება. ამ დროს შეიძლება იყოს B12 დეფიციტური ანემია. არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც ერთ-ერთ კარგ მაჩვენებლად მინიშნების, რომ აუცილებლად უნდა ეძებონ რაიმე პათოლოგია, გამოიყენება ერითროციტების დალექვის სიხშირე.
ვირუსული ინფექცია ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმს სათანადო იმუნიტეტის პირობებში შეუძლია ამ ვირუსის სრული ერატიკაცია. ვირუსული ინფექციიის დროს ხდება ჩვენი იმუნიტეტის მიერ ორგანიზმში შეჭრილი ამა თუ იმ ვირუსის განეიტრალება. თუკი ეს პროცესი ვერ შესრულდა სათანადოდ, პაციენტი არის იმუნოკომპრომიტირებული ან მოხდა რაიმე დაავადების დართვა, ან იყო გადატანილი პნევმონია და დროის მცირე მონაკვეთში დაემართა ინფექცია და კვლავ პნევმონიით გართულდა, ასეთ დროს რასაკვირველია შესაძლოა, სისხლის საერთო ანალიზში ყოველდღიური ცვლილება დაფიქსირდეს.
არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც ლეიკოციტოზი არ ნიშნავს პროცესის ავთვისებიანობას. ეს ნიშნავს უბრალოდ გამოვლინებას ორგანიზმის ნორმალური იმუნიტეტის, რომ გაუმკლავდეს დაავადების ამა თუ იმ გამოვლინებას. ლეიკოციტების რაოდენობა შეიძლება შემცირებული იყოს სხვადასხვა ფორმის ანემიის დროს, ასევე ადამიანებში, რომლებიც არიან იმუნოკომპრომეტირებული, ასევე იმ ადამიანებში, რომლებსაც უტარდებათ კონკრეტული თერაპია“.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები