მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში ღია გრუნტში დავთესოთ ბოსტნეული, – ოხრახუში, ნიახური, თვის ბოლოკი, მწვანე ხახვი, წიწმატი, ქინძი, ნიორი, მხალეული.
აპრილი ის თვეა, როცა ყველა სახის სამუშაოს ჩატარება შეიძლება. მათ შორის – წინა თვეებში ჩაუტარებელი ღონისძიებებისაც.
ახლა შეიძლება ყველა სახის მრავალწლოვანი კულტურის დარგვა, როგორც ხე მცენარეების, ისე – ბუჩქოვნების (ჟოლო, მოცხარი, ხურტკმელი).
ვინც ახლა აპირებთ ბაღის გაშენებას, აუცილებლად დარგეთ: ვაშლი, მსხალი, ატამი, 1 ძირი ტყემალი, ალუჩა, ბალი, ალუბალი, კომში, ლეღვი, უნაბი, გარგარი, კაკალი (1 ძირი) თხილი 2-3 ბუჩქი, ნუში, რაღა თქმა უნდა, საუკეთესო ჯიშის ვაზი იმდენი, რამდენსაც დაიტევს თქვენი ბაღი. ჩამოთვლილი კულტურები უნდა დარგოთ იქ, სადაც შესაფერისი პირობები არსებობს.
ვისაც ნაკვეთი დიდი ხანია აქვს, იქ კულტურებს დასჭირდება რიგთაშორისების გაფხვიერება, მორწყვა, ნათესის გამოხშირვა, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა. აპრილში ღია გრუნტში ითესება: პომიდორი, ლობიო, კიტრი, საზამთრო, ნესვი, გოგრა, ყაბაყი, პატისონი, ქინძი, კამა, თვის ბოლოკი.
ღია გრუნტში ირგვება: პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, პრასი.
თუ მეურნე დაინტერესებულია, მალე მოხდეს ბოსტნეულის ზრდა-განვითარება, კვალსათბური ცელოფნით უნდა გადავხუროთ.
ღია გრუნტში დათესვა არ უნდა შეგვეშინდეს იმის გამო, რომ ზრდის პროცესი, შესაძლოა, შედარებით დაბალი ტემპერატურის გამო, ნელი ტემპით მოხდეს.
გოგრა და კიტრი ძალიან მგრძნობიარე არიან სიცივის მიმართ. დათესვისთანვე აუცილებლად უნდა დავხუროთ ცელოფნით ან სათბურში გამოვიყვანოთ ჩითილების სახით.
მარტის ბოლოდან, ასევე, უნდა ვიზრუნოთ ბადრიჯნის, წიწაკის, პომიდვრის, შაშტრამის და რეჰანის ჩითილების გამოყვანაზე.
ამ დროისთვის სასურველია მოვასწროთ გადაბარვა, ორგანული ნაკელის შეტანა ჩვენს ნაკვეთებში. წინასწარ უნდა მოვამზადოთ პატარ-პატარა ორმოები ჩითილებისთვის. ჩავყაროთ ნეშომპალა, გადამწვარი ნაკელი.
2. ბულგარული წიწაკა
თესლის დამუშავებაც შეიძლება ზრდის სტიმულატორით, შემდეგ გააღვივეთ და ყუთებში გადარგეთ დაახლოებით 0,5 სანტიმეტრ სიღრმეზე. ამოსვლას ისინი 2-დან 3 კვირამდე ანდომებენ. ისევე როგორც ბადრიჯანს. მათაც 25-30 გრადუსი ტემპერატურა ესაჭიროებათ. ტკბილი წიწაკის დათესვა თებერვლის ბოლოდან შეგიძლიათ.
3. ნიახური
ნიახურის ფოთლოვანი სახეობები მოგვიანებით პირდაპირ კვალში შეგიძლიათ დათესოთ, მაგრამ სხვა სახეობები ჯერ ნერგად უნდა დათესოთ. დასათესად საუკეთესო დრო თებერვლის ბოლო და მარტის პირველი დეკადაა, ნიადაგში გადარგვამდე 60-70 დღით ადრე.
4. პომიდორი
პოიმიდვრის ნერგების რაფაზე გაზრდა შემდეგ პირობებს მოითხოვს: სინათლის დიდი რაოდენობას (უკეთესია თუ ფანჯარა სამხრეთისკენ არის), მაღალი ტენიანობა (ნერგებს დღეში ორჯერ უნდა შეასხუროთ წყალი, არ იგულისხმება მორწყვა), ტემპერატურა კი 18-დან 25 გრადუსამდე უნდა შეინარჩუნოთ.
შეგიძლიათ თესლი წინსწარ არ გააღივოთ, მაგრამ მისი ზრდის სტიმულატორით დამუშავება ცუდი იდეა ნამდვილად არ იქნებოდა.
თესვისას ის მიწაში 1 სანტიმეტრით უნდა ჩადოთ. თებერვლის ბოლოდან შეგიძლიათ ადრეული სახეობები დარგოთ ღია ნიადაგში. მარტის მეორე ნახევარში სასათბურე ადრეული სახეობები.
5. კიტრი
კიტრის თესლს დათესვამდე წინასწარი დამუშავება ესაჭიროება. ჯერ ოთახის ტემპერატურის მქონე, მარილის სამპროცენტიან ხსნარში უნდა ჩაყაროთ – გარკვეული დროის შემდეგ ცარიელი თესლი მაღლა ამოტივტივდება, კარგი კი დაილექება.
შემდეგ თესლი 30 წუთი კალიუმის პერმანგანატში უნდა გააჩეროთ. ამის შემდეგ გარეცხეთ და სველ ქსოვილში გააღივეთ – 2-3 დღის მანძილზე, 25 – 30 გრადუს ტემპერატურაზე. როდესაც თესლს 3 – 4 მილიმეტრის წანაზარდები გაუჩნდება, ის შეგიძლიათ ნერგებად გადაიტანოთ.
კიტრის ნერგები ღია ნიადაგში 3 – 4 კვირის ასაკში ირგვება. ხოლო გადახურვის გარეშე 10 ივნისის შემდეგ რგავენ. ეს ნიშნავს რომ თესლის სანერგედ გამზადება 10-15 მაისიდან უნდა დაიწყოთ.
კიტრის სათბურში დარგვის საშუალებას ჩვენი კლიმატური პირობები აპრილიდან გვაძლევენ.
6. კომბოსტო
მიწაში ცოტაოდენი ნაცარი დაამატეთ, რომელიც კომბოსტოს დაავადების გავრცელებისგან დაგიცავთ. ადრეული სახეოებები შეგიძლიათ 10 მარტიდან დათესოთ. ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო – მარტის შუა რიცხვებიდან.
თებერვალში დათესილი მცენარე გარდა მორწვის, განოყიერების და სითბოსი, დმატებით განათებასაც მოითხოვს. ამიტომ აუცილებელია ადრიდანვე ვიზრუნოთ სხვადასხვა მანათობელი საშუალებების მომზადებაზე.
როგორ დავაფესვიანოთ ვარდის კალამი
ვარდის ყვავილიანი ყლორტის წვერი ჰორიზონტალურად გადავჭრათ ზედა კვირტიდან 5-7 მილიმეტრის დაცილებით, ხოლო ქვედა ნაწილი – ირიბად, კვირტიდან 1,5-2 მილიმეტრის დაცილებით. ყლორტზე უნდა დარჩეს 7-8 კვირტი. ქვედა ფოთლები მთლიანად სცილდება, ხოლო ზედა ფოთლებს ეჭრება ნახევარი. კალმები მოვათავსოთ სუფთა წყლიან ქილაში, რომელშიც წყლის დონე 1,5-2 სმ-ია. ერთ ქილაში შეიძლება მოთავსდეს რამდენიმე კალამი, ოღონდ ისე, რომ ფოთლები ერთმანეთს არ ეხებოდეს.
კალმებიანი ქილა დავდგათ მზიან ადგილზე. ქილას არავითარი სახურავი არ სჭირდება. ყურადღება უნდა მიექცეს წყლის ოდენობას ქილაში. როგორც კი მოაკლდება, მაშინვე შევავსოთ იმ დონემდე, რამდენიც იყო. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 20-25 გრადუსი.
10-12 დღის შემდეგ წარმოიქმნება კალუსი (შეხორცების ადგილი), რაც იმის მაჩვენებელია, რომ შეიძლება ღია გრუნტში გადატანა. ნიადაგი ასე მოამზადეთ: გადამწვარი ნაკელი – 0,5 წილი, სილა – 1 წილი, ტორფი და ყამირი მიწა თითო წილი. გადარგული კალმები უხვად უნდა მორწყოთ და დაახუროთ შიგნიდან კირით შეთეთრებული მინის ქილა. ნარგავი ყოველთვის ტენით უნდა იყოს მომარაგებული, ოღონდ – ნორმალურად.
ერთი კვირის შემდეგ დაიწყება კვირტების გაშლა და ნაზარდის გამოტანა. იმისათვის, რომ ნაზარდი მიეჩვიოს ღია გრუნტის პირობებს, დღეში 10-15 წუთით ქილები მოვხადოთ. გადახდის დრო ნელ-ნელა გავახანგრძლივოთ და შემდეგ საერთოდ მოვაცილოთ ქილები.
ამ მეთოდით 1 წელიწადში გექნებათ თითქმის 100%-ით დაფესვიანებული, მაღალხარისხოვანი, ნებისმიერი ჯიშის ნერგი.