პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარა ეღირება და როგორი იქნება ახალი ID ბარათი - განახლებული დიზაინის პირადობის...

რა ეღირება და როგორი იქნება ახალი ID ბარათი – განახლებული დიზაინის პირადობის მოწმობების გაცემა იწყება

მათივე ცნობით, ახალი პირადობის საფასური იგივე რჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით.

ცნობისთვის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფასური (ფოტოსურათისა და საბანკო მომსახურების ცათვლით) 66 ლარს შედგენს.

უფრო კონკრეტულად, თუ როგორი იქნება ახალი დიზაინის ID ბარათი, იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ახალი დიზაინის მოწმობაზე დატანილი იქნება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, ერთ ფერში და საქართველოს სახელმწიფო დროშა.

კერძოდ:

„მოწმობის ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგალითად, ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად) გაყალბების მიზნით და მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იყოს.

მოწმობა უნდა შეიცავდეს: სახელს; გვარს; სქესს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას; ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number); QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა, გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია“.

რაც შეეხება ძველი დიზაინის მოწმობებს, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით (ბარათზე მითითებული თარიღით), კვლავ ძალაში იქნება.

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს განმარტებით, ასევე განახლებული დიზაინით გაიცემა შემდეგი საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტები:

  • დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;
  • მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;
  • დიპლომატიური პასპორტი;
  • სამსახურებრივი პასპორტი;
  • ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი;
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი.

სააგენტოს ცნობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა 2025 წლის 3 ნოემბრიდან არის დაგეგმილი.

binadroba

mudmivi_binadrobis

piradoba

piradoba_ukana

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები