რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია?
ბავშვებში დეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მაპროვოცირებელი ფაქტორია ძალადობა. ეს შეიძლება იყოს სკოლაში ჩაგვრა ან სხვა ჯგუფური თუ ოჯახური ძალადობა (მოზარდის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პარტნიორის ძალადობაც). ოჯახურ ძალადობაში იგულისხმება არა მარტო ფიზიკური ზეწოლა, არამედ დამცირება, დაცინვა, ემოციის გამოხატვის აკრძალვა და სხვ. ეს არის ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობის ფორმებია, რომლებიც ბავშვის ფსიქიკაზე გამოუსწორებელ გავლენას ახდენს.
თუმცა არსებობს ძალადობის სხვა ფორმებიც. ოჯახში, სადაც ძალაუფლების დისბალანსია, ბავშვი ამ სიტუაციის ტყვეობაში ექცევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მთელ მსოფლიოში პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი ქალების თითქმის მესამედზე პარტნიორი ძალადობს. ასეთ სიტუაციაში ბავშვი ხშირად შეუმჩნეველი რჩება და ის შესაბამის დახმარებას ვერ იღებს. მსგავს მდგომარეობას სპეციალისტები „გვერდით ზიანს“ (collateral damage) უწოდებენ.
ძალადობის მოწმეს შიშისა და განგაშის შეგრძნების პაალელურად ეუფლება ის შეგრძნებები, რომლებსაც არაპირდაპირი მსხვერპლი განიცდს. უფრო მეტიც, ძალიან ხშირად ოჯახში მიმდინარე მოვლენებში ბავშვი საკუთარ თავს მიიჩნევს დამნაშავედ და ეს მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.