შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაპრობ­ლე­მის სა­­­დი­­­აგ­­­ნო­­­ზოდ გამოიყენება ხან­გრძლი­ვი ელექტროკარდიოგრაფია - გუ­ლის რიტ­მის დარღვევა და გულის კედ­ლის...

პრობ­ლე­მის სა­­­დი­­­აგ­­­ნო­­­ზოდ გამოიყენება ხან­გრძლი­ვი ელექტროკარდიოგრაფია – გუ­ლის რიტ­მის დარღვევა და გულის კედ­ლის სის­ხლით მომარაგების შემ­ცი­რე­ბა

ხან­გრძლი­ვი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფია

გუ­ლის რიტ­მის დარ­ღვე­ვა და გუ­ლის კედ­ლის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბის შემ­ცი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­­ლა­დ და­იწყ­ოს და ხან­მოკ­ლე იყოს. პრობ­ლე­მის სა­­­დი­­­აგ­­­ნო­­­ზოდ გა­­მო­­ი­ყე­­ნე­ბა ხან­გრძლი­ვი ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­ა, რო­­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ელექ­ტრო­­კა­რ­დი­ოგ­რა­მის ჩა­წე­რას. დრო­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში პა­ცი­ენ­ტი ჩვე­ულ ყო­ველ­დღი­ურ აქ­ტი­ვო­ბებს ას­რუ­ლებს.
პრო­ცე­დუ­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად პა­ცი­ენტს მხა­რ­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი აქვს მცი­რე ზო­მის აპა­რა­ტი, რო­მე­ლიც ბა­ტა­რე­ით იკ­ვე­ბე­ბა (ჰოლ­ტე­რის მო­ნი­ტო­რი) და გულ­მკერ­დის წი­ნა კე­დელ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი ელექ­ტრო­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით იწერს გუ­ლის ელექ­ტრულ აქ­ტი­ვო­ბას (ეკგ-ს). პრო­ცე­დუ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ცი­ენ­ტი დღი­ურ­ში აღ­წერს ყვე­ლა სიმ­პტომს და მა­თი აღ­მო­ცე­ნე­ბის დროს. სა­ბო­ლო­ოდ მო­ნა­ცე­მე­ბი კომ­პი­უ­ტერ­ში გა­და­აქვთ ანა­ლი­ზის­თვის, რომ­ლის დრო­საც აღი­ნუს­ხე­ბა გუ­ლის­ცე­მის რიტ­მის დარ­ღვე­ვე­ბი, იშე­მი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და ა.შ. და ერ­თმა­ნეთს დარ­დე­ბა დღი­ურ­ში შე­ტა­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბი. ზოგ­ჯერ ცვლი­ლე­ბე­ბი ეკ­გ-ზე ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ი­ცე­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ან სა­კუ­თარ ოფის­ში მყო­ფი ექი­­მის კომ­პი­უ­ტერ­ში. მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­­სა­­ბა­მი­სად, ექი­მი, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, და­უ­ყოვ­ნებ­­ლივ იწყ­ებს გა­და­უ­დებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.
ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მა­ში­ნაც, რო­ცა სა­ჭი­როა მო­ნა­ცე­მე­ბის მო­ნი­ტო­რი­რე­ბა 24 სა­ათ­ზე უფ­რო მე­ტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. ის ჰგავს ჰოლ­ტე­რით მო­ნი­ტო­რი­რე­ბას, მაგ­რამ მო­ნა­ცე­მე­ბი იწე­რე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა მომ­ხმა­რე­ბე­ლი ააქ­ტი­უ­რებს მას – სიმ­პტო­მე­ბის აღ­მო­ცე­ნე­ბის დროს. თუ სიმ­პტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სიხ­ში­რე იმ­დე­ნად მცი­რე­ა, რომ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ნი­ტო­რის კან­ქვეშ ჩა­მაგ­რე­ბა 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მოწყ­ო­ბი­ლო­ბის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად მცი­რე ზო­მის მაგ­ნი­ტია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

დატ­ვირ­თვის სტრეს­-ტეს­ტი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები