სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაპირის ღრუს პრობლემები ქიმიოთერაპიის დროს

პირის ღრუს პრობლემები ქიმიოთერაპიის დროს

ქიმიოთერაპიას, როგორც წესი, თან გვერდითი მოვლენები ახლავს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პირის ღრუს პრობლემებია. ზოგიერთმა ქიმიოპრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს:

  • პირის სიმშრალე;
  • გემოსა და ყრნოსვის ცვლილება, მაგალითად, როდესაც საჭმელს აქვს რკინის ან ცარცის გემო, ან არ აქვს ჩვეული გემო და სუნი;
  • კბილების, ღრძილების და ენის ინფექციები პირის ღრუში, ლორწოვანის სიწითლე, გამონაყარი, წყლულების, თეთრი ნადების გაჩენა;
  • გაზრდილი მგრძნობელობა ცივსა და ცხელზე;
  • ყლაპვის გაძნელება ყელის ტკივილის გამო;
  • პირველადი დამუშავების პრობლემა პირის ღრუს ტკივილის გამო.

როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს? როგორია მათი შემსუბუქების გზები – რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.

დაგეგმეთ ვიზიტი სტომატოლოგთან ქიმიოთერაპიის დაწყებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე. 
მოიწესრიგეთ ყველა პრობლემა მანამ, სანამ დაიწყებთ ქიმიოთერაპიას. თუ სტომატოლოგთან ვიზიტი ქიმიოთერაპიის დროს გახდა საჭირო, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს კლინიკურ ონკოლოგთან, ხოლო სტომატოლოგი აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში, რომ იტარებთ ქიმიოთერაპიას.

შეიმოწმეთ პირის ღრუ და ენა ყოველდღიურად
ასე თქვენ შეძლებთ აღმოაჩინოთ ნადები, წყლულები, ინფექციის ადრეული ნიშნები. მსგავსი პრობლემის შემთხვევაში სასწრაფოდ აცნობეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს.

შეინარჩუნეთ პირის ღრუს ჩვეული სისველე
ამისათვის შეგიძლიათ მუდმივად წრუპოთ სითხე, მოწუწნოთ ყინული ან მშრალი უშაქრო კანფეტი, დაღეჭოთ უშაქრო საღეჭი რეზინი. თუ პირის სიმშრალე ძალიან შემაწუხებელია, ჰკითხეთ ექიმს, შეგიძლიათ თუ არა გამოიყენოთ ნერწვის შემცვლელი საშუალება.

როგორ გავისუფთაოთ პირის ღრუ, კბილები, ღრძილები და ენა პირის ღრუს პრობლემების დროს?

  • გამოიხეხეთ კბილები, ღრძილები და ენა ყოველი ჭამის შემდეგ და ძილის წინ;
  • გამოიყენეთ  რბილი კბილის ჯაგრისი, რომელიც მეტად გასარბილებლად მოხმარებამდე  დაასველეთ ცხელ წყალში;
  • თუ კბილების გახეხვა მტკივნეულია, ჯაგრისის ნაცვლად გამოიყენეთ ბამბის ტამპონი;
  • გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტა;
  • არ გამოიყენოთ ალკოჰოლის შემცველი სავლები პირის ღრუსთვის;
  • პირის ღრუს სავლებად გამოიყენეთ შემდეგი ხსნარი: 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1/4 ჩაის კოვზი სოდა და 1/8 ჩაის კოვზი მარილი. ხსნარი სასურველია გამოივლოთ პირის ღრუში 3-4-ჯერ დღეში;
  • არ გამოიყენოთ ფლოსი ან კბილის ჩხირი;
  • თუ თქვენ ატარებთ პროთეზს, დარწმუნდით, რომ ის კარგად ზის და არსად არ გაჭერთ ან გიღიზიანებთ კანს. რეგულარულად გაასუფთავეთ და შეინახეთ პროთეზი სუფთად. უმჯობესია შეზღუდოთ პროთეზის ტარების დრო და მოიხსნათ, როცა ეს შესაძლებელია.

როგორ ვიკვებოთ პირის ღრუს პრობლემების დროს?

  • ეცადეთ მიირთვათ რბილი, თხევადი, დასაღეჭად და გადასაყლაპად მარტივი საკვები, როგორიცაა კრემ-სუპი ან კარტოფილის პიურე;
  • კერძებისთვის შეგიძლიათ ბლენდერი გამოიყენოთ, რაც საკვების მიღებას გააიოლებს;
  • ჭამეთ პატარა ლუკმებით, დაღეჭეთ კარგად, მიაყოლეთ წყალი;
  • დაარბილეთ საკვები სოუსებით, ბულიონით, მაწვნით ან სხვა სითხეებით;
  • საკვები მიირთვით თბილი, ან ოთახის ტემპერატურის;
  • შეარჩიეთ იოლად გადასამუშავებელი საკვები, როგორიცაა: კრემ-სუპები, ხილისა და ბოსტნეული პიურეები, ფაფები (ან ბავშვის მზა საკვები), ნაყინი, ჟელე და სხვა.

რომელ საკვები და სასმელი უმჯობესია არ მივიღოთ პირის ღრუს პრობლემების დროს?

  • ბასრი და ხრაშუნა საკვები, როგორიცაა, მაგალითად, ჩიფსები და კრეკერები;
  • ცხარე საკვები და ცხარე სოუსები;
  • ციტრუსი;
  • დიდი ოდენობით შაქრის შემცველი საკვები, როგორიცაა კანფეტები ან ტკბილი გაზიანი სასმელები;
  • ლუდი, ღვინო და ნებისმიერი სხვა ალკოჰოლური სასმელი.

პირის ღრუს პრობლემების არსებობის დროს უმჯობესია თავი შეიკავოთ მოწევისგან.

ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობის პროცესში სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისაგან შემდგარი გუნდია ჩართული და ის ამ გუნდის ცენტრალური წევრია, რომელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქიმიოთერაპიის პროცესში პაციენტმა ჯეროვნად იზრუნოს საკუთარ თავზე, ზედმიწევნით ზუსტად შეასრულოს ექიმის დანიშნულება და რეკომენდაციები, იკვებოს სრულფასოვნად, იყოს აქტიური, დაისვენოს და იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით „კონსილიუმ მედულას“ მიერ მომზადებულ ქიმიოთერაპიის გზამკვლევს.

კონსილიუმ მედულასა“ და კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები