Tasteatlas-მა 10 ყველაზე ცნობილი ქართული ღვინის შესახებ რეიტინგი განაახლა. რეიტინგში პირველ ადგილს საფერავი იკავებს.
საფერავის წარმოშობის ადგილი აღმოსავლეთ საქართველოა, როგორც გამოჩენა წერს, თუმცა მცირე რაოდენობით გვხვდება აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში, ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებშიც.
ქართულ ღვინოებს შორის მეორე ადგილს იკავებს ქისი. გამოცემა წერს, რომ ქისი ძირითადად კლასიკური მშრალი ქართული ქვევრის ღვინის დასაყენებლად გამოყენება. Tasteatlas-ი აღნიშნავს, რომ ქირის 2000-იანი წლებისთვის გადაშენების პირას იყო, თუმცა ნელ-ნელა მისი გაშენება ხორციელდება.
რეიტინგში მესამე ადგილზეა რქაწითელი. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ რქაწითელი საქართველოში შესაძლოა, ყველაზე პოპულარული თეთრი ყურძენი, მსოფლიოში კი ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშია.
მეოთხე ადგილი ჩინურს ერგო.
ხუთეულს კი ხურავს მწვანე კახური, რომლის წარმოშობის ადგილიც საქართველოა და ძირითადად კახეთში გვხვდება. ეს ქართული ყურძნის ჯიშიც ძირითადად მშრალი ღვინოების წარმოებისთვის გამოიყენება.
მეექვსე ადგილი ცოლიკაურს ერგო. ეს ქართული ვაზის ჯიში ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული.
მეშვიდე ადგილი – თავკვერი. ეს ქართული ყურძნის ჯიში უმეტესად აღმოსავლეთ და ცენტრალურ საქართველოში – კახეთსა და ქართლში გვხვდება. მისგან შესაძლებელია როგორც ტრადიციული კლასიკური, ასევე ქვევრის ღვინის წარმოება.
მერვე ადგილი ძველი ქართული ყურძნის ჯიშმა ციცქამ დაიკავა.
კრახუნამ რეიტინგში მე-9 ადგილი დაიკავა. ძირძველი ქართული ყურძნის სამშობლო იმერეთია. გამოყენება სტანდარტული მშრალი ღვინოების წარმოებისთვის. მას ხშირად ციცქასა და ცოლიკაურს ურევენ.
10 ყველაზე პოპულარული ქართული ვაზის ჯიშის რეიტინგი დახურა შავკაპიტომ. წითელი ქართული ყურძნის წარმოშობის ადგილი ქართლის რეგიონია. Tasteatlas-ი წერს, რომ შავკაპიტოს პოტენციალი დიდია, მისი ნარგავები კი ქართლში მზარდია. ის უმეტესად მშრალი წითელი ღვინის წარმოებისთვის გამოიყენება, მაგრამ შესაძლებელია ქვევრში დაყენება.