სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრონუშისა და ზეთისხილის მწარმოებლებისთვის სურსათის უვნებლობის საექსპორტო მოთხოვნებზე ტრენინგი ჩატარდა

ნუშისა და ზეთისხილის მწარმოებლებისთვის სურსათის უვნებლობის საექსპორტო მოთხოვნებზე ტრენინგი ჩატარდა

2024 წლის 26-28 აგვისტოს, ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ნუშისა და ზეთისხილის მწარმოებლებისთვის სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა თბილისსა და სიღნაღში. ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სურსათის უვნებლობის პრაქტიკული და თეორიული მასტერკლასები ქვეყანაში არსებული საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეიქმნა. FAO-მ ღონისძიება სოფლის განვითარების სააგენტოსა და ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით განახორციელა. ტრენინგის მიზანია, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვაში საქართველოს ნუშისა და ზეთის ხილის სექტორების მხარდაჭერა და ამგვარად, ევროკავშირსა და მის ფარგლებს მიღმა საექსპორტო შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა.

საგანმანათლებლო სესიებს, საჯარო და კერძო სექტორის 70-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგს FAO-ს ნუშისა და ზეთისხილის საერთაშორისო ექსპერტი, ხუან ოლივარესი უძღვებოდა. მან ნუშისა და ზეთისხილის წარმოებასა და გადამუშავებაზე ჩაატარა პრეზენტაციები, გაუძღვა დისკუსიებს და გააზიარა გამოცდილება და პრაქტიკული უნარები. ტრენინგი ევროკავშირის „ფერმიდან-ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან თანხვედრაშია და სოფლის მეურნეობის კომპლექსური სტანდარტებისა და ევროკავშირის სურსათის უვნებლობისა და ბიოუსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისი დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივის გზამკვლევს წარმოადგენს.

საგანმანათლებლო შეხვედრებზე FAO-ს საერთაშორისო ექსპერტმა, ნუშისა და ზეთისხილის ბაღების მართვასა და HACCP სისტემაზე ისაუბრა. ზეთისხილის მწარმოებლებისთვის კი პირველად წარმოებასა და მოსავლის აღების შემდგომ გადამუშავებაში ევროკავშირის სტანდარტებისა და გამოცდილების დანერგვით, ზეთისხილის ზეთის ხარისხის გაუმჯობესებაზეც გამახვილდა ყურადღება.

ტრენინგის მიღმა, FAO-ს საერთაშორისო ექსპერტმა რამდენიმე ბაღი და გადამამუშავებელი საწარმოც მოინახულა, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და საქართველოში ნუშისა და ზეთისხილის წარმოებისა და გადამუშავების ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა.

„ევროკავშირი ნუშისა და ზეთისხილის მწარმოებლების შესაძლებლობების გაზრდას, ქართველი მომხმარებლისთვის უფრო მეტად მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდებასა და ევროპის ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას უჭერს მხარს. სურსათის უვნებლობის სტანდარტების ინსტიტუციონალიზაცია პროდუქტის ექსპორტის მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო კომპანიების შემოსავალს ზრდის, რაც თავის მხრივ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს აჩენს ადგილობრივი სპეციალისტებისთვის”, – განაცხადა დენის რაისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა.

„სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიული სტანდარტების გაუმჯობესება სარგებლის მომტანია ქართველი მომხმარებლებისთვის და ასევე იმპორტიორი ქვეყნების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაც, რაც ქართული ნუშისა და ზეთისხილის სექტორების პოტენციალის რეალიზებას უზრუნველყოფს და მათ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის ეკონომიკურ მამოძრავებელ ძალებად ჩამოაყალიბებს. ევროკავშირის მხარდაჭერით, აღნიშნული პროცესის დასაჩქარებლად, FAO-მ 670 სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მწარმოებელს, საჯარო სექტორის წარმომადგენელსა და სტუდენტს უკვე ჩაუტარა შესაბამისი ტრენინგი. ასეთი საგანმანათლებლო სესიები ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ინდუსტრიისთვის ფუნდამენტურ რესურსებს წარმოადგენს და FAO აქტიურად განაგრძობს ამ ტიპის აქტივობების მხარდაჭერას“,- ამბობს FAO-ს პროგრამის მენეჯერი, გუიდო აგოსტინუჩი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები