სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებანაღ­ვლის კენ­ჭე­ბი - ადა­მი­ა­ნე­ბის დაახლოებით 80%-ს წლე­ბის განმავლობაში არ აქვს სიმ­პტო­მე­ბი

ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბი – ადა­მი­ა­ნე­ბის დაახლოებით 80%-ს წლე­ბის განმავლობაში არ აქვს სიმ­პტო­მე­ბი

ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბი

ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბი წარ­მო­ად­გენს მკვრი­ვი ნივ­თი­ე­რე­ბის (ძი­რი­თა­დად, ქო­ლეს­ტე­რი­ნის კრის­ტა­ლე­ბის) გრო­ვებს ნაღ­ვლის ბუშ­ტში.
ღვიძ­ლმა შე­იძ­ლე­ბა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ქო­ლეს­ტე­რი­ნი (ქო­ლეს­ტე­რო­ლი) გა­მო­ყოს, რო­მე­ლიც ნაღ­ვლის ბუშ­ტში ილე­ქე­ბა.
ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბი ზოგ­ჯერ მუც­ლის ზე­და ნა­წი­ლის ტკი­ვილს იწ­ვევს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს.
ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ით (ე­ქოს­კო­პი­ით) საკ­მა­ოდ ზუს­ტად შე­იძ­ლე­ბა ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბის აღ­მო­ჩე­ნა.
თუ ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბი გან­მე­ო­რე­ბით ტკი­ვილს ან სხვა პრობ­ლე­მებს იწ­ვევს, ნაღ­ვლის ბუშტს ამოკ­ვე­თენ.
ნაღ­ვლის ბუშ­ტი­სა და ნაღ­ვლის სა­დი­ნა­რე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბით. ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბი უფ­რო ხში­რია ქა­ლებ­სა და ადა­მი­ან­თა გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებ­ში. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კელ ინ­დი­ე­ლებ­ში. ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კ-ფაქ­ტო­რე­ბი­ა:
მდედ­რო­ბი­თი სქე­სი;
ასა­კი (ხან­დაზ­მუ­ლო­ბა);
სიმ­სუქ­ნე;
ტი­პუ­რი და­სავ­ლუ­რი დი­ე­ტა;
ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბის ოჯა­ხუ­რი ანამ­ნე­ზი.
აშ­შ-ში 65 წელ­ზე მე­ტი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ს ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბი აქვს.
ნაღ­ვლის ბუშ­ტში არ­სე­ბუ­ლი კენ­ჭე­ბი (ქო­ლე­ლი­თი­ა­ზი) ზოგ­ჯერ ნაღ­ვლის სა­დი­ნა­რებ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბა. ნაღ­ვლის სა­დი­ნა­რებ­ში კენ­ჭე­ბის არ­სე­ბო­ბას ქო­ლე­დო­ქო­ლი­თი­ა­ზი ეწო­დე­ბა. ეს კენ­ჭე­ბი ზოგ­ჯერ ახ­შო­ბენ ნაღ­ვლის სა­დი­ნარს.
ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბის უმე­ტე­სო­ბა უსიმ­პტო­მო­ა, მაგ­რამ თუ ჩნდე­ბა სიმ­პტო­მე­ბი ან სხვა პრობ­ლე­მე­ბი, სა­ჭი­როა მკურ­ნა­ლო­ბა. ყო­ველ­წლი­უ­რად აშ­შ-ში ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტ ადა­მი­ანს უკე­თე­ბენ ნაღ­ვლის ბუშ­ტის ამოკ­ვე­თის ოპე­რა­ცი­ას.
და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბის მთა­ვა­რი შე­მად­გე­ნე­ლია ქო­ლეს­ტე­რო­ლი, იგი­ვე ქო­ლეს­ტე­რი­ნი – ცხი­მი (ლი­პი­დი), რო­მე­ლიც, ჩვე­უ­ლებ­რივ, ნაღ­ველ­შია გახ­სნი­ლი (მაგ­რამ არ იხ­სნე­ბა წყალ­ში). რო­დე­საც ღვიძ­ლი ჭარ­ბად გა­მო­ყოფს ქო­ლეს­ტე­როლს, ნაღ­ვე­ლი ქო­ლეს­ტე­რო­ლით გა­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხდე­ბა. ჭარ­ბი ქო­ლეს­ტე­რო­ლი ქმნის მკვრივ ნა­წი­ლა­კებს (ქო­ლეს­ტე­რო­ლის კრის­ტა­ლებს). ეს მიკ­როს­კო­პუ­ლი კრის­ტა­ლე­ბი გროვ­დე­ბა ნაღ­ვლის ბუშ­ტში, სა­დაც ისი­ნი ერ­თი­ან­დე­ბი­ან და გა­და­იქ­ცე­ვი­ან ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბად. სხვა სა­ხის ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბი კალ­ცი­უ­მის შე­ნა­ერ­თე­ბის ნა­ლე­ქი­სა და ბი­ლი­რუ­ბი­ნი­სა­გან (ნაღ­ვლის მთა­ვა­რი პიგ­მენ­ტის) წარ­მო­იქ­მნე­ბა. კენ­ჭებს, რომ­ლე­ბიც ბი­ლი­რუ­ბი­ნს შე­ი­ცავს, პიგ­მენ­ტუ­რი კენ­ჭე­ბი ეწო­დე­ბათ და ისი­ნი შა­ვი (წარ­მო­იქ­მნე­ბა ნაღ­ვლის ბუშ­ტში) ან ყა­ვის­ფე­რია (წარ­მო­იქ­მნე­ბა ნაღ­ვლის სა­დი­ნა­რებ­ში).
კენ­ჭე­ბი შე­იძ­ლე­ბა ნაღ­ვლის ბუშ­ტში დარ­ჩეს ან გა­და­ი­ნაც­ვლოს სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნა­რებ­ში. კენ­ჭებ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ახ­შოს ბუშ­ტის სა­დი­ნა­რი, ნაღ­ვლის სა­ერ­თო სა­დი­ნა­რი ან ფა­ტე­რის დვრი­ლის ამ­პუ­ლა (სა­დაც ნაღ­ვლის სა­ერ­თო სა­დი­ნა­რი და პან­კრე­ა­სის სა­დი­ნა­რი ერ­თი­ან­დე­ბა). სა­ნაღ­ვლე გზებ­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნის კენ­ჭე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ნაღ­ვლის ბუშ­ტი­დან მო­დის. სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნა­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ­მა შე­ვიწ­რო­ე­ბამ (სტრიქ­ტუ­რა) შე­იძ­ლე­ბა ნაღ­ვლის დი­ნე­ბის შე­ნე­ლე­ბა ან შეწყ­ვე­ტა გა­მო­იწ­ვი­ოს. ნაღ­ვლის დი­ნე­ბის შე­ნე­ლე­ბა-­შეწყ­ვე­ტა შე­იძ­ლე­ბა ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის მი­ზე­ზი გახ­დეს. თა­ვის მხრივ, სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნა­რის შე­ვიწ­რო­ე­ბამ ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ინ­ფექ­ცი­ა, ან­თე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, ყა­ვის­ფე­რი პიგ­მენ­ტუ­რი კენ­ჭე­ბის გა­ჩე­ნა სა­ნაღ­ვლე გზებ­ში.
ზოგ­ჯერ ხდე­ბა ქო­ლეს­ტე­რო­ლის, კალ­ცი­უ­მის შე­ნა­ერ­თე­ბის, ბი­ლი­რუ­ბი­ნი­სა და სხვა მიკ­როს­კო­პუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის დაგ­რო­ვე­ბა, რაც კენ­ჭის სა­ხით არ ყა­ლიბ­დე­ბა. ასეთ ნივ­თი­ე­რე­ბას ნაღ­ვლო­ვა­ნი ნა­ლე­ქი ეწო­დე­ბა. ასე­თი ნა­ლე­ქი მა­შინ ვი­თარ­დე­ბა, რო­დე­საც ნაღ­ვე­ლი ნაღ­ვლის ბუშ­ტში დიდ­ხანს ყოვ­ნდე­ბა, მა­გა­ლი­თად, ორ­სუ­ლო­ბის დროს. ნაღ­ვლის ბუშ­ტის ნა­ლე­ქი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ქრე­ბა, რო­დე­საც ქრე­ბა მი­სი დაგ­რო­ვე­ბის მი­ზე­ზი, მა­გა­ლი­თად, ორ­სუ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას. თუმ­ცა, ნა­ლე­ქი შე­იძ­ლე­ბა ნაღ­ვლის კენ­ჭად გა­და­იქ­ცეს ან გა­და­ი­ნაც­ვლოს ბი­ლი­ა­რულ ტრაქ­ტში და ჩა­კე­ტოს ნაღ­ვლის სა­დი­ნა­რი.

სიმ­პტო­მე­ბი
ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 80%-ს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ აქვს სიმ­პტო­მე­ბი. სიმ­პტო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ გან­ვი­თარ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბი ნაღ­ვლის ბუშ­ტში დარ­ჩე­ბა.
ნაღ­ვლის კენ­ჭებ­მა შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ტკი­ვი­ლი. ტკი­ვი­ლი მა­შინ ვი­თარ­დე­ბა, რო­დე­საც კენ­ჭე­ბი ნაღ­ვლის ბუშ­ტი­დან გა­და­დის ბუშ­ტის სა­დი­ნარ­ში, ნაღ­ვლის სა­ერ­თო სა­დი­ნარ­ში ან ფა­ტე­რის დვრი­ლის ამ­პუ­ლა­ში და ახ­შობს სა­დი­ნარს. ამის შემ­დეგ ნაღ­ვლის ბუშ­ტი გა­ი­ბე­რე­ბა, რაც ტკი­ვილს იწ­ვევს (ბი­ლი­ა­რუ­ლი კო­ლი­კა). ტკი­ვი­ლი შე­იგ­რძნო­ბა მუც­ლის ზე­და ნა­წილ­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ, მარ­ჯვე­ნა მხა­რეს ნეკ­ნე­ბის დაბ­ლა. ზოგ­ჯერ რთუ­ლია ტკი­ვი­ლის ზუს­ტი ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის მი­თი­თე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ასა­კო­ვან და დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში. ჩვე­უ­ლებ­რივ ტკი­ვი­ლის ინ­ტენ­სი­უ­რო­ბა იმა­ტებს 15 წუ­თი­დან 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და სტა­ბი­ლუ­რად გრძელ­დე­ბა 12 სა­ათს. ტკი­ვი­ლი იმ­დე­ნად მწვა­ვე­ა, რომ ხალ­ხი შვე­ბის­თვის მი­მარ­თავს გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას. ამის შემ­დეგ ტკი­ვი­ლი ქრე­ბა 30-90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და რჩე­ბა მხო­ლოდ ყრუ ტკი­ვი­ლი. ადა­მი­ა­ნებს ხში­რად აქვთ გუ­ლის­რე­ვა და ღე­ბი­ნე­ბა.
ბი­ლი­ა­რუ­ლი კო­ლი­კა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვე­ბის მი­ღე­ბამ, მაგ­რამ არა უბ­რა­ლოდ ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბამ. ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბის არ­სე­ბო­ბა არ იწ­ვევს ბო­ყინ­სა და მე­ტე­ო­რიზმს. გუ­ლის­რე­ვა ჩნდე­ბა მხო­ლოდ ბი­ლი­ა­რუ­ლი კო­ლი­კის დროს.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბი­ლი­ა­რუ­ლი კო­ლი­კის ეპი­ზო­­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა სპონ­ტა­ნუ­რად ქრე­ბა, ტკი­ვი­ლი ყო­­ველ­წლი­უ­რად ადა­მი­ა­ნე­ბის 20-40%-ს უმე­ორ­დე­ბა და მა­­თი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს. შე­ტე­ვის ეპი­­ზო­დებს შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბი თავს კარ­გად გრძნო­ბენ.
თუ სა­დი­ნა­რის დახ­შო­ბა გრძელ­დე­ბა, ვი­თარ­დე­ბა ნა­ღ­ვლის ბუშ­ტის ან­თე­ბა (ა­სეთ მდგო­მა­რე­ო­ბას მწვა­ვე ქო­ლე­ცის­ტი­ტი ეწო­დე­ბა). ნაღ­ვლის ბუშ­ტის ან­თე­ბის ფონ­ზე ად­ვი­ლად მრავ­ლდე­ბა ბაქ­ტე­რი­ე­ბი და შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­ფექ­ცია გან­ვი­თარ­დეს. ან­თე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ, ცხე­ლე­ბას იწ­ვევს.
ნაღ­ვლის სა­ერ­თო სა­დი­ნა­რის ან ფა­ტე­რის დვრი­ლის ამ­პუ­ლის დახ­შო­ბა ბუშ­ტის სა­დი­ნა­რის დახ­შო­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი­ა. ნაღ­ვლის სა­დი­ნა­რე­ბის დახ­შო­ბამ შე­იძ­ლე­ბა მა­თი გა­ფარ­თო­ე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ის აგ­რეთ­ვე იწ­ვევს ცხე­ლე­ბას, შემ­ცივ­ნე­ბა­სა და სიყ­ვით­ლეს (კა­ნი­სა და თვა­ლის თეთ­რი ნა­წი­ლის მოყ­ვი­თა­ლოდ შე­ფერ­ვა).
ამ სიმ­პტო­მე­ბის კომ­ბი­ნა­ცია მი­უ­თი­თებს სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც მწვა­ვე ქო­ლან­გი­ტი ეწო­დე­ბა. ბაქ­ტე­რი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა­ში გავ­რცელ­დეს და სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ფექ­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლებ­ში. ღვიძ­ლში შე­იძ­ლე­ბა ჩირ­ქის პარ­კე­ბი (აბ­სცე­სე­ბი) ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს.
კენ­ჭებს, რომ­ლე­ბიც ფა­ტე­რის დვრი­ლის ამ­პუ­ლას ახ­შო­ბენ, შე­უძ­ლია პან­კრე­ა­სის სა­დი­ნა­რის დახ­შო­ბაც, რაც პან­კრე­ა­სის ან­თე­ბას (პან­კრე­ა­ტი­ტი) და ტკი­ვილს გა­მო­იწ­ვევს. ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ქო­ლე­ცის­ტი­ტის დროს ნაღ­ვლის ბუშ­ტის კე­დე­ლი შე­იძ­ლე­ბა და­ი­შა­ლოს, რაც მას­ში ხვრე­ლის გა­ჩე­ნას (პერ­ფო­რა­ცი­ა) გა­ნა­პი­რო­ბებს. პერ­ფო­რა­ცია იწ­ვევს ნაღ­ვლის ბუშ­ტის შიგ­თავ­სის გა­ჟონ­ვას მუც­ლის ღრუ­ში, რაც თა­ვის მხრივ მძი­მე ან­თე­ბის (პე­რი­ტო­ნი­ტი) მი­ზე­ზი ხდე­ბა. დი­დი ზო­მის ნაღ­ვლის კენ­ჭმა, რო­მე­ლიც წვრილ ნაწ­ლავ­ში ხვდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ნაწ­ლა­ვე­ბის დახ­შო­ბა, რა­საც ნაღ­ველ­-კენ­ჭო­ვა­ნი გა­უ­ვა­ლო­ბა ეწო­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა იშ­ვი­ა­თია და ძი­რი­თა­დად ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ში ვი­თარ­დე­ბა.
დი­აგ­ნო­ზი
ექიმს ეჭ­ვი ­აქვს ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე, თუ პა­ცი­ენტს აქვს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტკი­ვი­ლი მუც­ლის ზე­და ნა­წილ­ში (ტკი­ვი­ლი გა­მოწ­ვე­უ­ლია შე­შუ­პე­ბუ­ლი ნაღ­ვლის ბუშ­ტით). ზოგ­ჯერ ნაღ­ვლის კენ­ჭებს სხვა მი­ზე­ზით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის, მა­გა­ლი­თად, ექოს­კო­პი­ის დროს აღ­მო­ა­ჩე­ნენ.
ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ის (ე­ქოს­კო­პი­ის) ჩა­ტა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა. ნაღ­ვლის ბუშ­ტში კენ­ჭე­ბის დად­გე­ნი­სას მი­სი სი­ზუს­ტე 95%-ს აღ­წევს. ის შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ზუს­ტია სა­ნაღ­ვლე გზებ­ში კენ­ჭე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად, მაგ­რამ მი­სი მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია კენ­ჭით დახ­შო­ბის შე­დე­გად გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სა­დი­ნა­რე­ბის და­ნახ­ვა. შე­საძ­ლოა სა­ჭი­რო გახ­დეს სხვა დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ტეს­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რო­გო­რი­ცაა სა­ნაღ­ვლე და პან­კრე­ა­სის სა­დი­ნა­რე­ბის მაგ­ნი­ტურ­-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (მრტ/MღI), კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (კტ/ჩთ) და ენ­დოს­კო­პი­­ური რეტ­როგ­რა­დუ­ლი ქო­ლან­გი­ო­პან­კრე­ა­ტოგ­რა­ფია (EღჩP).
სის­ხლის ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ნორ­მა­ში­ა, თუ ნაღ­ვლის სა­დი­ნა­რე­ბი არ არის დახ­შუ­ლი კენ­ჭე­ბით. დახ­შო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ღვიძ­ლის გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბი ნორ­მი­დან გა­და­იხ­რე­ბა და მი­უ­თი­თებს ღვიძ­ლში ნაღ­ვლის შე­გუ­ბე­ბა­ზე (ქო­ლეს­ტა­ზი). სის­ხლის ანა­ლი­ზებ­ში ხში­რია ბი­ლი­რუ­ბი­ნი­სა და ღვიძ­ლის გარ­კვე­უ­ლი ფერ­მენ­ტე­ბის დო­ნის მა­ტე­ბა.

მკურ­ნა­ლო­ბა
ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც არ იწ­ვევს სიმ­პტო­მებს (ჩუ­მი კენ­ჭე­ბი), მკურ­ნა­ლო­ბას არ სა­ჭი­რო­ებს. თუ კენ­ჭე­ბი ტკი­ვილს იწ­ვევს, საკ­ვე­ბის შერ­ჩე­ვა (მა­გა­ლი­თად, და­ბალ­ცხი­მი­ა­ნი დი­ე­ტა) შე­დეგს არ იძ­ლე­ვა.
კენ­ჭე­ბი ნაღ­ვლის ბუშ­ტში: თუ­კი კენ­ჭე­ბი შე­მა­წუ­ხე­ბელ, გან­მე­ო­რე­ბით ტკი­ვი­ლის ეპი­ზო­დებს იწ­ვევს, ექიმ­მა პა­ცი­ენტს შე­იძ­ლე­ბა ნაღ­ვლის ბუშ­ტის ქი­რურ­გი­უ­ლი მო­ცი­ლე­ბა (ქო­ლე­ცის­ტექ­ტო­მი­ა) ურ­ჩი­ოს. ნაღ­ვლის ბუშ­ტის ამოკ­ვე­თა თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს ბი­ლი­ა­რუ­ლი კო­ლი­კის ეპი­ზო­დებს და არ ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბა­ზე. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­ე­ტის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის. ქო­ლე­ცის­ტექ­ტო­მი­ის დროს ექიმ­მა შე­იძ­ლე­ბა სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნა­რე­ბიც შე­ა­მოწ­მოს მათ­ში კენ­ჭე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე.
ქო­ლე­ცის­ტექ­ტო­მი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 90% სრულ­დე­ბა ლა­პა­როს­კო­პის (დრე­კა­დი, და­სათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი მი­ლის) გა­მო­ყე­ნე­ბით. მუ­ცელ­ზე მცი­რე ზო­მის გა­ნაკ­ვე­თე­ბის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ მუც­ლის ღრუ­ში შეჰ­ყავთ ლა­პა­როს­კო­პი. შემ­დეგ გა­ნაკ­ვე­თის გავ­ლით შეჰ­ყავთ ქი­რურ­გი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბით ამოკ­ვე­თენ ნაღ­ვლის ბუშტს. ლა­პა­როს­კო­პი­ულ­მა ქო­ლე­ცის­ტექ­ტო­მი­ამ შე­ამ­ცი­რა ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი დის­კომ­ფორ­ტი და სა­წოლ­დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, უზ­რუნ­ველ­ყო უკე­თე­სი კოს­მე­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბი და შე­ამ­ცი­რა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო დრო.
და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვებ­ში ქო­ლე­ცის­ტექ­ტო­მი­ას ღია ოპე­­რა­ცი­უ­ლი წე­სით ატა­რე­ბენ, რის­თვი­საც მუ­ცელ­ზე დი­­დი ზო­მის გა­ნაკ­ვე­თი კეთ­დე­ბა.
მკურ­ნა­ლო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­თო­დია კე­ნ­ჭე­ბის დაშ­ლა წამ­ლე­ბით, რო­გო­რი­ცაა ნაღ­ვლის მჟა­ვე­ბი (ურ­სო­დე­ოქ­სი­ქო­ლის მჟა­ვა). ასეთ წა­მალს ყო­ველ­დღი­უ­რი მი­ღე­ბი­სას შე­უძ­ლია მცი­­რე ზო­მის კენ­ჭე­ბის დაშ­ლა 6 თვე­ში. დიდ კენ­ჭებს შე­საძ­ლოა 1-2 წე­ლი­წა­დი დას­ჭირ­დეს. ბევ­რი კენ­ჭი სა­ერ­თოდ არ იშ­ლე­ბა. კენ­ჭე­ბის დაშ­ლა წამ­ლე­ბით მხო­ლოდ მა­შინ არის ეფექ­ტუ­რი, რო­დე­საც ისი­ნი ქო­ლეს­ტე­რო­ლი­სა­გან შედ­გე­ბა და ნაღ­ვლის ბუშ­ტის შე­სა­ვა­ლი დახ­შუ­ლი არ არის. იმ შემ­თხვე­ვებ­შიც კი, რო­დე­საც კენ­ჭე­ბი იშ­ლე­ბა, ნამ­კურ­ნა­ლე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­ხე­ვარს ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბი გან­მე­ო­რე­ბით უვი­თარ­დე­ბა 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მკურ­ნა­ლო­ბის ამ მე­თოდს ნაკ­ლე­ბად იყე­ნე­ბენ. ექი­მე­ბი მას მხო­ლოდ მა­შინ მი­მარ­თა­ვენ, რო­ცა პა­ცი­ენ­ტი­სათ­ვის ოპე­რა­ცია სა­რის­კოა (მა­გა­ლი­თად, რო­ცა პა­ცი­ენტს სე­რი­ო­ზუ­ლი თან­მხლე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მე­ბი აქვს).
კენ­ჭე­ბი სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნარ­ში: კენ­ჭებს სა­ნაღ­ვ­ლე გზე­ბი­დან იღე­ბენ ენ­დოს­კო­პი­უ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი ქო­ლან­გი­ო­პან­კრე­ა­ტოგ­რა­ფი­ის (EღჩP) ჩა­ტა­რე­ბი­სას. ამ დროს ენ­დოს­კო­პი (დრე­კა­დი და­სათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი მი­ლი) პი­რის, საყ­ლა­პა­ვი­სა და კუ­ჭის გავ­ლით თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლავ­ში თავ­სდე­ბა. ამის შემ­დეგ, თხე­ლი მი­ლი ენ­დოს­კო­პის გავ­ლით ოდის სფინ­ქტერ­ში შეჰ­ყავთ. კა­თე­ტე­რის მეშ­ვე­ო­ბით სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნა­რებ­ში რენ­ტგე­ნის სხი­ვე­ბის გა­უმ­ტარ სა­ღე­ბავს შე­იყ­ვა­ნენ (რო­მე­ლიც ჩანს რენ­ტგე­ნოგ­რა­მა­ზე) და შემ­დეგ იღე­ბენ რენ­ტგე­ნის სუ­რათს.
EღჩP-ს ჩა­ტა­რე­ბი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლია კენ­ჭე­ბის უმე­ტე­სო­ბის მო­ცი­ლე­ბა. ამ დროს ენ­დოს­კოპ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტით ჭრი­ან ოდის სფინ­ქტერს, სა­დაც ფა­ტე­რის დვრი­ლის ამ­პუ­ლა (ქვე­და სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნა­რი) უერ­თდე­ბა წვრილ ნაწ­ლავს. ამ პრო­ცე­დუ­რას ენ­დოს­კო­პი­უ­რი სფინ­ქტე­რექ­ტო­მია ეწო­დე­ბა. თუ გაჭ­რის შემ­დეგ კენ­ჭე­ბი წვრილ ნაწ­ლავ­ში თა­ვი­სით არ გად­მოც­ვივ­დე­ბა, შეჰ­ყავთ კა­თე­ტე­რი მის წვერ­ზე არ­სე­ბუ­ლი მცი­რე ზო­მის კა­ლა­თით. მი­სი დახ­მა­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა კენ­ჭის და­ჭე­რა და სა­დი­ნა­რი­დან გა­მო­ტა­ნა. ნაღ­ვლის სა­დი­ნა­რის გაკ­ვე­თის შემ­დეგ რჩე­ბა საკ­მა­რი­სად ფარ­თო შე­სას­ვლე­ლი იმის­თვის, რომ კენ­ჭე­ბის გან­მე­ო­რე­ბით გა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, კენ­ჭი უფ­რო მარ­ტი­ვად გა­და­ვი­დეს წვრილ ნაწ­ლავ­ში. ამ მე­თო­დით შე­უძ­ლე­ბე­ლია ნაღ­ვლის ბუშ­ტში არ­სე­ბუ­ლი კენ­ჭე­ბის გა­მო­ღე­ბა.
EღჩP ენ­დოს­კო­პი­უ­რი სფინ­ქტე­რექ­ტო­მი­ით ეფე­ქ­ტუ­რია შემ­თხვე­ვა­თა 90%-ში. ის ბევ­რად უფ­­­რო უსაფ­რთხო­ა, ვიდ­რე მუც­ლის ღია ოპე­რა­­ცი­ა. ამ პრო­ცე­დუ­რის დროს იღუ­პე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის 1%-ზე ნაკ­ლე­ბი და მხო­ლოდ 1-2%-ს აქვს გარ­თუ­ლე­ბე­ბი. ად­რე­ულ გარ­თუ­ლე­ბებს მი­ე­კუთ­ვნე­­ბა სის­ხლდე­ნა, პან­კრე­ა­სის ან­თე­ბა (პან­კრე­ა­ტი­ტი) და სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნა­რე­ბის პერ­ფო­რა­ცია ან ინ­ფექ­ცი­ა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ზო­გი­ერთს (2-6%) უვიწ­როვ­დე­ბათ ან­თე­ბა­დი სა­დი­ნა­რე­ბი (ვი­თარ­დე­ბა სტრიქ­ტუ­რა). შე­ვიწ­რო­ე­ბა იწ­ვევს სა­დი­ნა­რებ­ში კენ­ჭე­ბის გა­ჩე­ნას, რაც შემ­დგომ­ში სა­დი­ნა­რე­ბის დახ­შო­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა.
ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას, რო­მელ­თაც ჩა­უ­ტარ­დათ EღჩP და ენ­დოს­კო­პი­უ­რი სფინ­ქტე­რექ­ტო­მი­ა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით უტარ­დე­ბათ ნაღ­ვლის ბუშ­ტის ამოკ­ვე­თის ოპე­რა­ცი­ა, ჩვე­უ­ლებ­რივ, ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი მე­თო­დით. თუ ნაღ­ვლის ბუშტს და­ტო­ვე­ბენ, რჩე­ბა ნაღ­ვლის ბუშ­ტის მწვა­ვე პრო­ბ­­ლე­მების გან­ვი­თა­რე­ბის ან კენ­ჭე­ბის სა­დი­ნა­­რე­ბ­ში გა­დას­ვლი­სა და გან­მე­ო­რე­ბი­თი დახ­შო­ბე­­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კი.

ნაღ­ვლის ბუშ­ტი­სა და სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნა­რის და­ა­ვა­დე­ბე­ბი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები