ორშაბათი, ივლისი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიმცენარეთა დაავადებები და მათთან ბრძოლა

მცენარეთა დაავადებები და მათთან ბრძოლა

მცენარეთა დაავადებები და მათთან ბრძოლა

ხახვის ჭრაქი – ფოთლებზე ჩნდება ყვითელი ფერის წაგრძელებული ლაქები, რომლებიც მონაცრისფრო-იასამნისფერი ფიფქით იფარება. მცენარის ღერო იგრიხება და ლპება.
ბრძოლის ღონისძიება – წამლობა იწყება, როცა მცენარე 10 სმ სიმაღლეს მიაღწევს. იწამლება 1%-იანი ბორდოს ხსნარით. წამლობა მეორდება 10-15 დღის შემდეგ.
გოგროვანთა ნაცარი – კიტრის, გოგრისა და ნესვის ფოთლებზე ჩნდება ბაცი ნაც­რისფერი ლაქები, ფ­ოთლები ყვითლდება და ჭკნება.
ბრძოლის ღონისძიება – 0,5%-იანი კო­ლო­იდური გოგირდის ხსნარის შესხურება.
ფიტოფტოროზი (შავლაქიანობა) აზიანებს პა­მიდვრისა და კარტოფილის ფოთლებს, ღეროებსა და ნა­ყოფს.
ბრძოლის ღონისძიება – პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს ჩითილების გადარ­გვამდე 1-2 დღით ადრე 0,5%-იანი ბორდოს ხსნარით ან კუპროზანის 0,4%-იანი ხსნარით. გადარგვის შემდეგ უნდა შეიწამლოს 3-4-ჯერ პროფილაქტიკის მიზნით. საჭიროებისამებრ, წამლობა უნდა განმეორდეს 5-7 დღის შემდეგ 1%-იანი ბორდოს ხსნარით ან კუპროზანის 0,4%-იანი ხსნარით.
ბადრიჯნის ფომოფსისი – აზიანებს ფოთლებს, ღეროებსა და ნაყოფს.
ბრძოლის ღონისძიება – იგივეა, რაც ფიტო­ფტოროზის დროს.

მცენარეთა დაავადებები და მათთან ბრძოლა | შენი სოფელი

ვაზის ჭრაქი

მცენარეთა დაავადებები და მათთან ბრძოლა | შენი სოფელი

პამიდვრის ფიტოფტოროზი

მცენარეთა დაავადებები და მათთან ბრძოლა | შენი სოფელი

აბზინდა – შხამქიმიკატების „კონკურენტი“

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები