ავსტრალიის ხელისუფლება გეგმავს 2026 წლიდან ახალი ინიციატივის ამოქმედებას, რომლის მიხედვითაც ოჯახებს, მათ შორის იმათაც, ვისაც მზის პანელები არ გააჩნიათ, დღის განმავლობაში გარკვეული დროით — მინიმუმ სამი საათით — უფასო მზის ენერგიით მოამარაგებს.
ინიციატივის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, კრის ბოუენმა, განაცხადა. ☀️
📋 პროგრამა, სახელწოდებით Solar Sharer, თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე შტატში ამოქმედდება, ხოლო წარმატების შემთხვევაში მთელ ავსტრალიას მოიცავს.
პროექტის მიზანია, მოქალაქეებმა ელექტროენერგიის მოხმარება გადაიტანონ იმ საათებში, როცა მზის გენერაცია პიკს აღწევს — ძირითადად შუადღის პერიოდში.
ბოუენის თქმით, პროგრამით სარგებლობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება — იქნება ეს საკუთარი სახლის მფლობელი თუ ქირით მცხოვრები ოჯახი.
👉 ვინც შეძლებს დღის მონაკვეთში ტექნიკის გამოყენებას, მაგალითად, რეცხვის ან ელექტრომობილის დამუხტვის პროცესის გადატანას, ის პირდაპირ ფინანსურ სარგებელს მიიღებს.
გარდა ამისა, ენერგოსისტემაც უფრო დაბალ ფასად იმუშავებს, რაც ელექტროენერგიის საერთო ღირებულების შემცირებას შეუწყობს ხელს. ⚡
ავსტრალია უკვე გამოირჩევა მზის ენერგიის ფართო გამოყენებით — დაახლოებით 4 მილიონი ოჯახი სახურავზე დამონტაჟებულ პანელებს ფლობს.
ზაფხულში, განსაკუთრებით შუადღისას, მზის გენერაცია იმდენად იზრდება, რომ ზოგჯერ ელექტროენერგიის ფასი ნულზე დაბლა ეცემა, მაშინ როცა მოხმარების პიკი საღამოს საათებში ფიქსირდება, რაც ქსელის გადატვირთვას იწვევს.
ენერგეტიკის მინისტრმა გაიხსენა, რომ 2022 წელს ქვეყანამ მიზნად დაისახა, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის 82% განახლებადი წყაროებიდან მიიღოს.
🟢 „Solar Sharer“-ის მონაწილეებს უფასო ენერგიით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ისინი დაამონტაჟებენ ჭკვიან მრიცხველებს და დღის განმავლობაში გაზრდიან მოხმარებას — მაგალითად, ელექტრომობილების დატენვით ან საოჯახო ტექნიკის გამოყენებით.
ეს ინიციატივა ავსტრალიის მთავრობის ხედვის ნაწილია, რომლის მიზანიც არის ენერგიის უფრო გონივრული გამოყენება, ქსელის დაბალანსება და მოქალაქეებისთვის ხარჯების შემცირება. 🌞
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

