მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელის ალეკო პაპავას ინფორმაციით, ევროკავშირში ექსპორტისთვის დაახლოებით 40 ტონა თაფლი მზადდება.
საექსპორტო ბაზრებს შორის არის ნორვეგია და შესაძლოა, ესპანეთიც. ასევე, მზადდება პარტია ერაყში გასაგზავნად.
“მზადდება თაფლის პარტიები, რომელიც საექსპორტოდ ევროკავშირში გავა. თაფლის შეგროვება მიდის ახლა, მეფუტკრეები თაფლს წურავენ, მიდის ჩაბარება, ჰომოგენიზაცია და ჩემი ვარაუდით, 40 ტონა თაფლი მაინც უნდა გავიდეს, დაახლოებით ერთ თვეში. როგორ მოსწრება ეს ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. ფასი დაახლოებით იქნება 4-დან 5 ევრომდე. ევროპაში ჩვენი თაფლით ხარისხის გამო ინტერესდებიან”,- აღნიშნავს ალეკო პაპავა.