კვირა, დეკემბერი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებალაშა ხუციშვილი: 2026 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808...

ლაშა ხუციშვილი: 2026 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808 მილიონი ლარია

2026 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, სამინისტროს ასიგნებებში წარმოდგენილია შემდეგი ცვლილებები:

• სურსათის უვნებლობა და მცენარეთა დაცვის პროგრამის დაფინანსება გაზრდილია 31 მილიონი ლარით და 108 მილიონ ლარს აღემატება;

• მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამა მომდევნო წელს რთველის დაფინანსების მიზნით, იზრდება 20 მილიონი ლარით და 103 მილიონ ლარს აჭარბებს;

• სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის ნაწილში დამატებით გამოიყოფა 1.5 მილიონი ლარი;

• გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიმართულებაზე დამატებით გამოიყოფა 6 მილიონი ლარი და შეადგენს 40 მილიონ ლარს;

• დაცული ტერიტორიების მართვის ნაწილში, ბიუჯეტი იზრდება 3 მილიონ 700 ათასი ლარით;

• გარემოს დაცვის სფეროში პროგნოზირების, შეფასების, პრევენციისა და მონიტორინგის ბიუჯეტი გაზრდილია 3 მილიონ 500 ათასი ლარით;

• ლაბორატორიული კვლევებისათვის საჭირო მასალების შესაძენად, დამატებით 4 მილიონი ლარი გამოეყოფა სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას;

• სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხა, პროექტის საბოლოო ვარიანტში შეადგენს 54 მილიონ ლარს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები